დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 30/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016015 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2010 წლის 17 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ V, №46) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„უ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში _ ოქმი) გამყიდველის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებაა, რაც ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის შემდეგ წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველს. ოქმში აღინიშნება საპრივატიზებო ქონების პრივატიზაციის პირობები, ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის ვადები, პასუხისმგებლობის ზომები და ქონების შეძენის სხვა პირობები.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტი ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ სააუქციონო ვალდებულებების შესრულების დაწყებისათვის ან/და მისი დასრულებისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ ქონების შემძენს სააუქციონო ვალდებულებების შესრულების დაწყებისათვის ან/და მისი დასრულებისათვის მიეცემა დამატებითი ვადა, სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომში გაგრძელება დამოკიდებული ხდება დამატებით მიცემულ ვადაში ვალდებულებების შესრულების დაწყებაზე ან/და დასრულებაზე. ამასთან, ვალდებულებების შესრულების დაწყებისათვის მიცემულ დამატებით ვადას, ვალდებულებების შესრულების დამთავრებისათვის მიცემული დამატებითი ვადისაგან დამოუკიდებლად ეძლევა შეფასება, ხოლო მისი დარღვევა ვალდებულებების შესრულების დამთავრებისათვის მიცემული დამატებითი ვადისაგან დამოუკიდებლად განიხილება ოქმის შეწყვეტის საფუძვლად (ანუ მესაკუთრის მიერ ურთიერთობის გაგრძელება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაკავშირებულია, როგორც ვალდებულებების შესრულების დამატებით მიცემულ ვადაში დაწყებაზე, ისე დამატებით მიცემულ ვადაში მის დასრულებაზე).“.
ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. პირობიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით დაწესებული სააუქციონო პირობა ითვლება ვალდებულებად, თუნდაც აღნიშნულზე მითითებული არ იყოს ოქმში. ამ მიზნით, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისათვის დაინტერესებული პირის მიერ განაცხადის წარმოდგენისას, განაცხადში მიეთითება, რომ აუქციონის მონაწილე გაეცნო სააუქციონო პირობებს და იღებს ვალდებულებას, ქონების შეძენის შემთხვევაში სრულად შეასრულებს სააუქციონო პირობებს.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.“.
ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლის მე-14 პუნქტი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს გამყიდველის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ დაპირებას, რაც ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველია. ოქმში აღინიშნება საპრივატიზებო ქონების პრივატიზაციის პირობები, ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის ვადები, პასუხისმგებლობის ზომები და ქონების შეძენის სხვა პირობები.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-10 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ნასყიდობის საბოლოო თანხის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“.
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, ოქმის მოქმედების პერიოდში (ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე), საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.“.
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. გამყიდველის მიერ ქონების შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, შემძენის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით. შესაბამისად, საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში (ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე), ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, ქონება ახალ მესაკუთრეზე გადადის იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. ასევე აღნიშნული მიზნით საპრივატიზებო ქონების შემძენი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების დადების თაობაზე გააჩნდეს გამყიდველის წერილობითი თანხმობა.“.
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ოქმის მოქმედების პერიოდში, საპრივატიზებო ქონების შემძენის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე გამყიდველთან ურთიერთობისას წარმოადგენს საპრივატიზებო ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს და იკავებს საპრივატიზებო ქონების შემძენის ადგილს, რაც ნიშნავს, რომ საპრივატიზებო ქონების შემძენის მიერ გამყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები სრულად გადადის ახალ მესაკუთრეზე და გამყიდველი უფლებამოსილია ახალი მესაკუთრის მიმართ განახორციელოს ყველა ის უფლებები, რაც გათვალისწინებული იყო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით.“.
ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ოქმის მოქმედების პერიოდში, ახალი მესაკუთრის მიერ გამყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას, რაც გამყიდველსა და საპრივატიზებო ქონების შემძენს შორის ურთიერთობისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გამყიდველის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის (მოშლის) საფუძველი იქნებოდა გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს (მოშალოს) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და საპრივატიზებო ობიექტის შემძენსა და ახალ მესაკუთრს შორის დადებული გარიგება.“.
ვ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.“.
8. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და ბეს თანხა სრულად ირიცხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.“.
9. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები