დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შ.პს. სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია ,,მსუბუქი მრეწველობისათვის" სპს ,,№2 სართავი ფაბრიკის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 305 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 17/07/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.050.000.05.002.001. |
ბრძანებულება №305
2000 წელი 16 ივლისი
ქ. თბილისი
შპს სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია „მსუბუქი მრეწველობისათვის“ შპს „№2 სართავი ფაბრიკის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის შესახებ
1. მიღებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე შემოსული განცხადებისა და ბიზნესგეგმის განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წინადადება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „№2 სართავი ფაბრიკის“ სახელმ-წიფო საკუთრებაში არსებული წილი (100 პროცენტი) დაკავებულ მიწის ფართობთან ერთად პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია „მსუბუქ მრეწველობას“ 52500 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების პირობით.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები