დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 20/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №260
2000 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდებისათვის, მეცნიერებისა და განათლების რეგიონალური ცენტრებისათვის დახმარებისა და ხელშეწყობის მიზნით:
1. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით, მიენიჭოს შესაბამისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.
2. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდოს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში ი. ბოჭორიძემ ინსტიტუტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყონ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები