დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 19/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.207 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №73
2005 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლში (სსმ III, 2004 წელი, №54) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ერთეულები არიან:
ა.ა) კანცელარია;
ა.ბ) კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ა.გ) ომბუდსმენის სამსახური;
ა.დ) გენერალური ინსპექცია;
ა.ე) დავებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დეპარტამენტი;
ა.ვ) პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტი;
ა.ზ) იურიდიული დეპარტამენტი;
ა.თ) საერთაშორისო ინტეგრაციის დეპარტამენტი;
ა.ი) სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი;
ა.კ) ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტი;
ა.ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ა.მ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ა.ნ) ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი;
ა.ო) სახელმწიფო ენის პალატა;
ა.პ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებს;
გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას:
– ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:
დ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;
დ.ბ) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი;
ე) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები