საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 13/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
  • Word
254
12/06/2000
სსმ, 54, 13/06/2000
480.140.000.05.002.001.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №254

2000 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2000 წლის 22 მარტის შეთანხმება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე