დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 თებერვლის №201 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070120.35.114.000570 |
სარეგისტრაციო კოდი 280.070.120.35.114.000.570
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2010 წლის 17 აგვისტო
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 თებერვლის №201 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკრებულომ დაადგინა:
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 თებერვლის №201 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთჯერადი ფულადი დახმარებები გათვალისწინებულია გადაუდებელი სოციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების, ღატაკი ოჯახებისთვის.
ა) დახმარება პირველ რიგში გაეწევათ უმუშევარ, შრომისუუნარო ან შრომის უნარმოკლებულ მოქალაქეებს, რომლებიც დახმარების თხოვნის მომენტში განიცდიან უკიდურეს გასაჭირს;
ბ) ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა 100 (ასი) ლარამდე ოდენობით;
გ) ერთეულ გამონაკლის შემთხვევაში, კერძოდ, ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვზე შესაძლებელია წელიწადში 300 (სამასი) ლარამდე ოდენობის დახმარების გაწევა.“.
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები