„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 30/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.014909
  • Word
139
29/07/2010
სსმ, 93, 30/07/2010
010130000.22.027.014909
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.909

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №139

2010 წლის 29 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის 1398 ბრძანებით (სსმ III, 16.11.2004წ., 132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე მუხლი:

     „მუხლი 32. რეგისტრაციის ადგილის დაზუსტება

1. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში მცხოვრები პირების რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს დასახლება ან თვითმმართველი ერთეული და არა კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტულ ბინაში რეგისტრაცია) განხორციელდება მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისამართის დაზუსტება არ წარმოშობს პირისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ვალდებულებას. დაზუსტებული მისამართი აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                 თ. ბურჯალიანი