საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,საელჩოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ურთიერთრეგულირების შესახებ შეთანხმების" დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,საელჩოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ურთიერთრეგულირების შესახებ შეთანხმების" დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 13/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
252
12/06/2000
სსმ, 54, 13/06/2000
480.140.000.05.002.001.
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,საელჩოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ურთიერთრეგულირების შესახებ შეთანხმების" დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №252

2000 წლის 12 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საელჩოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ურთიერთრეგულირების შესახებ შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2000 წლის 22 მარტის შეთანხმება „საელჩოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ურთიერთრეგულირების შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე