დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს შორის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 13/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №250
2000 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს შორის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2000 წლის 22 მარტის შეთანხმება „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს შორის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები