საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

  • Word
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 02/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
  • Word
219
31/05/2000
სსმ, 49, 02/06/2000
480.140.000.05.002.001.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №219

2000 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის 1999 წლის 3 ივნისს ხეომოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპრტის სფეროში“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეტყობინოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების შესრულება.

ე. შევარდნაძე