საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ საბაზო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ საბაზო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 02/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
  • Word
217
31/05/2000
სსმ, 49, 02/06/2000
480.140.000.05.002.001.
საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ საბაზო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №217

2000 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საქართვეოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ საბაზო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის 1999 წლის 3 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საბაზო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული საბაზო შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს (UNICEF) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული საბაზო შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების შესრულება.

ე. შევარდნაძე