დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №226 დადგენილებაში „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 12/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.000217 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.158.000.217
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2010 წლის 30 ივლისი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №226 დადგენილებაში „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №226 დადგენილებაში და დადგენილების 1-ლი მუხლის „გ“ – „დ“ ქვეპუნქტები და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) სხვა უძრავ ნივთებზე:
გ.ა) ცენტრალურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების – 10 %-მდე;
გ.ბ) შუალედურ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების – 10 %-მდე;
გ.გ) პერიფერიულ ზონაში – ნივთის საბაზრო ღირებულების – 10 %-მდე;
გ.დ) დაბებში და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში – ნივთის საბაზრო ღირებულების – 10 %-მდე;
გ.ე) სხვა სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში – ნივთის საბაზრო ღირებულების – 10 %-მდე
დ) მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების – 10 %-მდე“;
ბ) „მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით, დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები