დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2000 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 26/05/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.001. |
ბრძანებულება №200
2000 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2000 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოთ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2000 წლის სახელმწიფო პრემიები და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში
ცოტნე მირცხულავას, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს – 1967–1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის – „ნიადაგის და კალაპოტების ეროზია, პროგნოზი და დაცვა“.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში
1. ქეთევან ლომთათიძეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველს – 1976–1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის „ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენათა კვლევის სფერო“.
2. ოთარ ლორთქიფანიძეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორს – 1989–1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის „უძველესი ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია“.
ტექნიკის დარგში
1. რობერტ ადამიას, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, გ.ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ.დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორს – 1978–1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის „მექანიკური სისტემების დინამიკური პროცესების გაანგარიშებისა და რაციონალური დაგეგმარების საფუძვლები“.
2. ლევან მგალობლიშვილს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველს – 1988–1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის „საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ჩამოყალიბება და განვითარება“.
უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისათვის
1. სიმონ (სოსო) ჭანტურიშვილს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის პროფესორს – 1993 წელს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის „ეთნოლოგია“.
2. დავით ჯოხაძეს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს.დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს – 1992 წელს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის –„მოლეკულური გენეტიკის შესავალი“.
საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოსათვის
ჯონდო ბარბაქაძეს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს დამსახურებულ გამომგონებელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩამოსხმის, შედუღებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების კათედრის პროფესორს – 1996 წელს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის „სამსხმელო წარმოების ტექნოლოგია“.
2. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში 2000 წლის 26 მაისს.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები