დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2000 წლის 4 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 19/05/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №183
2000 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2000 წლის 4 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი 2000 წლის 4 თებერვლის შეთანხმება „სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები