დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 16/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 20/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.31.056.016004 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №30 დადგენილების (გაზეთი „აჭარა“ №10, 29-30.01.2009) პირველი პუნქტით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მთავარი საჯარო თანამდებობა
1. მთავარი საჯარო თანამდებობა – აპარატის უფროსი.
2. სხვა მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;
გ) დეპარტამენტის უფროსი;
დ) კომისიის აპარატის უფროსი;
ე) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი;
ვ) მთავარი ბუღალტერი.“.
2. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2010 წლის 16 დეკემბერი
№107-უ.ს.შ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები