"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 29016000010003016115
  • Word
384
16/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
29016000010003016115
"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №384

2010 წლის 16 დეკემბრი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგ­რამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზ­ღვე­ვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვა­უჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წ., მუხ. 1798, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„34. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინის­ტ­რომ 2010 წლის 28 დეკემბრამდე და შემდეგ, ყოველთვიურად, სა­­­აგენტოს მიაწოდოს მონაცემები ამ პუნქტით გათვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ, რომლებიც 2011 წლის 1 იანვრიდან გახდებიან ამ დადგენილების ბენეფიციარები:

ა) საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები;

ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსო­ნა­ლი;

გ) საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მას­­წავლებლები;

დ) საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნის­ტ­როს სისტემაში შე­მა­ვალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სა­დაც ხორციელდება პან­სიონური მომსახურება, სპეციალური ან კო­რექციული ზო­გად­სა­გან­მანათლებლო პროგრამები ან სწავ­ლე­ბა იმ მოსწავლე­ები­სა­თვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადო­ებ­ის­თვის მიუღებელი, ნორ­მიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რე­გისტრირებულია სა­ქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტროს მო­ნა­ცემ­თა ბაზაში ან რომლის შრომითი ურ­თი­ერ­თ­ობა კონკრეტულ და­წესებულებაში დადასტურდება შესაბამისი და­წესებულების დი­რექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დო­კუმენტით;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერი­ტო­რიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგად­საგან­მანა­თ­ლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინ­ფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გა­ნათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მო­ნა­ცემ­თა ბაზაში.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 პუნქტი:

„35. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ა­ლუ­რი დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდე­ბა­რე­ბულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სა­ხელ­მწი­ფო ზრუნვის სააგენტომ 2010 წლის 28 დეკემბრამდე და შემ­დეგ, ყოველთვიურად, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონა­ცე­მები ამ სააგენტოს ფილიალებში დასაქმებული უფროსი აღ­მზრ­დე­­ლე­ბი­სა და აღმზრდელების შესახებ.“.

3. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამ­ტკი­­­ცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ო­ბის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვა­უჩერის პი­რობების“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენე­ფი­ცი­ა­რე­ბი და ამ სააგენტოს ფილიალებში დასაქმებული უფროსი აღ­მზრდე­ლები და აღმზრდელები;“;

ბ)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 34 პუნქტით განსა­ზღვრუ­ლი პირები.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ა.ბ1) „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო;“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„ბ.ზ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გან­სა­ზღვრულ ბენეფიციართათვის – კომპეტენტური ორგანოს მიერ მო­წოდებული სიით გათვალისწინებული მისამართი;“;

დ) მე-6 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

„91. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში სა­და­ზღვე­ვო პრემიის გადახდა წყდება გარდაცვალების მომდევნო თვის პირ­ველი რიცხვიდან.“;

ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნ­ქ­ტი:

„92. სააგენტო უფლებამოსილია სადაზღვევო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გამოუქვითოს დაზღვეულის გარდაცვალების, ორმაგი დაფი­ნან­სების და/ან პროგრამის საოპერაციო სისტემის ტექნიკური შეც­დომის შედეგად არასწორად გაცემული პრემია.“;

ვ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„1. ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიც­ხვი­სა, მზღვეველმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ინფორმაცია და­ზ­ღვეულების ზარალის შესახებ.“.

6. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდარ­თუ­ლი რედაქციით.

მუხლი 2. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გა­მო­ცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილება „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პრო­­ფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკო­ლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზო­გი­ერ­თი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზ­ნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გან­სა­ზ­ღ­ვ­რის შესახებ“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნიკა გილაური

 

„დანართი N2

 

ბენეფიციარი

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრუ-ლებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის  წარდგენის ვადა

 

1

 

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული

ბენეფი­ციარები

2010 წლის

1 აპრილი

2010 წლის

20 მარტის ჩათვლით

2010 წლის

31 მარტის ჩათვლით

2010 წლის

1 აპრილიდან

10 აპრილის ჩათვლით

2

ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული

ბენეფი­ციარები

2010 წლის

1 მაისი

 

 

 

3

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

 

 

4

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „გ1“ და „ე“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფი­ცია­რები

2010 წლის

1 მაისიდან კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენე­ფიციარების შესახებ სააგენ­ტოში სიის წარ­­გენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

 

5

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისიდან რეინ­ტეგრაციაში/

მინდობით აღზრდაში გასვ­ლის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

6

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფი­ცია­რები

2011 წლის

1 იანვრიდან იმ ბენეფიციარებზე, რომელთა მონაცემებიც მოწოდებული იქნება 2010 წლის 28 დეკემბრამდე. ამ ვადის შემდეგ _ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენე­ფიციარების შესახებ სააგენ­ტოში სიის წარ­­­გენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან..