დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №192 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 17/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.10.003.016114 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №383
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №192 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №192 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №86, მუხლი 1273) დამტკიცებულ საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ პირთა აღრიცხვა სამსახურის მიერ ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად.“.
21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები