დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 17/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016112 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №381
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, №54, ნაწილი III, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს;
ღ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის საგამოცდო პროგრამას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები