დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.008649 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/06/2006 - 19/06/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.649
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №410
2006 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირვე-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის დებულება.“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4.
დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები ამოცანები
მუხლი 5.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, აგრეთვე ლიმიტების დამტკიცების ორგანიზება და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიისა და/ან ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) სარგებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;
დ) ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემისათვის, ლიმიტების დამტკიცებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს სისტემაში საქვეუწყებო დაწესე-ბულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;
ე) ლიცენზიისა და ნებართვის გაცემისა და გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;
ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
ზ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;
თ) სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების გაცემა;
ი) ლიცენზიებსა და ნებართვებში ცვლილებების შეტანა;
კ) გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოსათვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა;
ლ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში ექსპერტების შეყვანის შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან და ნებართვებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ო) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებისა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 6.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 7.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამი-ნისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობებს, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 9.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ლიცენზიების სამმართველო;
ბ) ნაბართვების სამმართველო.
მუხლი 10.
ლიცენზიების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნებას;
ბ) აუქციონის ჩატარების ორგანიზებას;
გ) აუქციონის საწყისი ფასის გაანგარიშებას;
დ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენას;
ე) ლიცენზიის მაძიებელთა მიერ შემოტანილი მასალის დამუშავებას და მათ მომზადებას სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურებსა და სხვა ადმინის-ტრაციულ ორგანოებში გადაგზავნას;
ვ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას.
მუხლი 11.
ნებართვების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) ნებართვის მაძიებლების მიერ შემოტანილი მასალის დამუშავებას და მათ მომზადებას: სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაგზავნას;
ბ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფას;
გ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენას;
დ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს;
ე) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას.
მუხლი 12.
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.
მუხლი 13.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 14
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები