ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 02/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.000547
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
14
20/08/2010
სსმ, 20, 02/09/2010
010260020.35.124.000547
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/2010 - 15/10/2010)

სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.124.000.547

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესახებ დებულება (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №27 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ი. გოგსაძეს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე

დანართი №1

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის,და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის, აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

ბ) ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების და ვალდებულებების მართვის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მეცხრე მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის და სამსახურის დებულებებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილო-ბებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

ზ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

თ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

ი) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ლ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

მ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ნ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ო) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ღონისძიებების დაფინანსებას, კანონით დადგენილი წესით;

პ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

რ) ახორციელებს დამტკიცებული გეგმის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვებს. ამზადებს გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე და შეთანხმების პროექტებზე შესაბამის დასკვნებს;

ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახური უფლებამოსილია

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები;

ბ) კანონით დადგენილი წესით შეზღუდოს და, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა ან სამუშაოთა დაფინანსების შეწყვეტაზე, საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში;

გ) ჩაატაროს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კვარტალური და წლიური ბალანსებისა და ხარჯთაღრიცხვების ანგარიშების ანალიზი;

დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებები.