დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 21/04/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.050.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/04/2000 - 14/09/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №162
2000 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ექსიმბანკსა და კოკა-კოლა კავკასიონს (ამჟამად კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას) შორის, თურქეთის საექსპორტო დაკრედიტების ბანკსა და საქართველოს ექსიმბანკს შორის 1993 წლის 12 თებერვლის საკრედიტო შეთანხმების საფუძველზე, 1993 წლის 10 აგვისტოს დადებული საკრედიტო შეთანხმებით გამოწვეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა დროული შესრულების მიზნით:
1. განხორციელდეს შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ საკრედიტო შეთანხმებით აღებული სესხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნების სფეროში არსებული შეფერხებებით გამოწვეული დავალიანების გადავადება წინამდებარე ბრძანებულებით განსაზღვრული პირობებით.
2. ვალდებულებათა შესრულების გადავადების რეჟიმი დაწყებულად ჩაითვალოს „ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ თურქეთის ექსპორტკრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო კრედიტის შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან – 1998 წლის 4 თებერვლიდან.
3. წინამდებარე ბრძანებულებით გადავადებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ვადა განისაზღვროს 10 წლით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, სასესხო ვალდებულებათა შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, საურავის წლიური მოცულობა განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის ხელშეკრულებით.
4. 1998 წლის 4 თებერვლიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ გადახდილი თანხები ჩაითვალოს 1998 წლის 4 თებერვლისათვის არსებულ დავალიანებაზე დარიცხული სარგებლის პროცენტის, ხოლო დარჩენილი ნაშთი – ძირითადი თანხის ანგარიშში.
5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ.ონოფრიშვილი) შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება წინამდებარე ბრძანებულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
6. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები