დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დედაქალაქის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 28/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №157
2000 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს დედაქალაქის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს დედაქალაქისა და მისი მიმდებარე რაიონების წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესებისათვის განხორციელდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილწყალკანალს“ ბალანსზე გადაეცა წყალმომარაგების ძირითადი სათავე ნაგებობა – ჟინვალის ჰიდროკომპლექსი (ჟინვალჰესი). შპს „თბილწყალკანალისა“ და მის საკუთრებაში არსებული ჟინვალის ჰიდროკომპლექსის სწორი სამეურნეო ექსპლუატაციის, საინვესტიციო საქმიანობის გაძლიერების, საქართველოს დედაქალაქისა და მისი მიმდებარე რაიონების ელექტრო და წყალმომარაგების საკითხთა დროული გადაწყვეტისათვის, შპს „თბილწყალკანალის“, როგორც მუნიციპალური დაქვემდებარების სახელმწიფო ქონების ხასიათიდან გამომდინარე:
1. ქალაქ თბილისის მთავრობამ:
ა) პირველი რიგის ამოცანად მიიჩნიოს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის (ჟინვალჰესის) სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) ოპერატიულად განიხილოს და გადაწყვიტოს შპს „თბილწყალკანალისა“ და ჟინვალის ჰიდროკომპლექსის (ჟინვალჰესის) განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს სახელმწიფოს სახელით გამართოს მოლაპარაკება უცხოელ ინვესტორებთან, მოამზადოს და გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები საკუთრების, ინვესტიციების, ტექნოლოგიური საკითხების შესახებ; შპს „თბილწყალკანალის“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსთან (ჟინვალჰესთან) დაკავშირებით უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობაში წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჟინვალის ჰიდროკომპლექსის რეაბილიტაცია-განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 ივნისის №669 განკარგულება.
3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები