დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.162.000509 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/09/2010 - 19/10/2010)
სარეგისტრაციო კოდი 270.070.000.35.162.000.509
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2010 წლის 13 აგვისტო
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 8 ივლისის №481 ბრძანებულების ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოები, თანდართული დანართის სახით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 მარტის №5 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილების „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“ დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | გამგებელი | 2360 ლარი |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 ლარი |
| 3 | სამსახურის უფროსი | 700 ლარი |
| 4 | სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 ლარი |
| 5 | გამგებლის თანაშემწე | 450 ლარი |
| 6 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული | 400 ლარი |
| 7 | მთავარი სპეციალისტი | 420 ლარი |
| 8 | წამყვანი სპეციალისტი | 380 ლარი |
| 9 | უფროსი სპეციალისტი | 300 ლარი |
| 10 | სპეციალისტი სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში | 275 ლარი |
| 11 | სპეციალისტი | 225 ლარი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები