დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ძეგლთადაცვის დეპარტამენტის შექმნისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 17/04/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №138
2000 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის შექმნისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონისა და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე 1999 წლის 28 მაისის კანონის შესაბამისად, კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, მისი განვითარების კოორდინაციის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ამ მიზნით სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად:
1. შეიქმნას საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს ბაზაზე.
2. დაევალოს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების განხორციელება.
3. დაევალოს საქართველოს კულტურის სამინისტროს (ვ. ასათიანი) საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულების მომზადება და მისი დამტკიცება კანონით დადგენილი წესით.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის აპარატისა (59 საშტატო ერთეული) და მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სახსრები გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის № 209 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების II თავის მე-7 პუნქტში სიტყვები: „კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო ლიცენზირების განხორციელებას“ შეიცვალოს სიტყვებით: „კულტურის სფეროში სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფისათვის ახორციელებს ამ სფეროში დასაქმებულ პირთა (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო აღრიცხვას, სერტიფიცირებასა და კონტროლს“.
ბ) II თავის მე-12 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „ლიცენზიის გარეშე“ შეიცვალოს სიტყვებით: „სერტიფიცირების გარეშე“.
გ) III თავის მე-20 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ლიცენზირება“ შეიცვალოს სიტყვებით: „აღრიცხვა, სერტიფიცირება და კონტროლი“.
დ) V თავის მე-7 აბზაცში სიტყვები: „კულტურის სფეროს ინდუსტრიისა და სახელმწიფო ლიცენზირების სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელმწიფო აღრიცხვის, სერტიფიცირებისა და კონტროლის სამმართველო“.
ე) VI თავის 34-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კულტურის სფეროში სახელმწიფო აღრიცხვის, სერტიფიცირებისა და სამმართველოსი –კულტურის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აღრიცხვა, მათი საქმიანობის სერტიფიცირება და კონტროლი“.
ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:
„1. სამინისტროს შემადგენლობაში ფუნქციონირებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
2. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დებულებას კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
3. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი“.
ზ) დებულების VII, VIII, IX თავები გადაინომროს შესაბამისად VIII, IX, X თავებად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები