დაბა წყნეთის მოსახლეობისათვის გასულ წლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
დაბა წყნეთის მოსახლეობისათვის გასულ წლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 17/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 370.160.000.05.002.001.
  • Word
137
08/04/2000
სსმ, 33, 17/04/2000
370.160.000.05.002.001.
დაბა წყნეთის მოსახლეობისათვის გასულ წლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №137

2000 წლის  8 აპრილი

ქ. თბილისი

დაბა წყნეთის მოსახლეობისათვის გასულ წლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შესახებ

დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის მერიის თხოვნა, შეთანხმებული შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და დაბა წყნეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით:

ნება დაერთოს ქალაქ თბილისის მერიას დადგენილი წესით „თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან დაბა წყნეთის მოსახლეობის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და პირუტყვის საძოვრად მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 10 აპრილის 177 დადგენილებით დაბა წყნეთის მკვიდრთა პირუტყვის საძოვრად გამოყოფილი 9,4 ჰექტარი და „თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან დაბა წყნეთის მოსახლეობის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და საბაღე-საბოსტნე დანიშნულებით მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის 208 ბრძანებულებით წყნეთის მოსახლეობისათვის საბაღბოსტნედ გამოყოფილი 20 ჰექტარი სულ 29,4 ჰექტარი მიწის ფართობი სათანადო საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დააპროექტოს და ადგილობრივ მოსახლეობას გაუნაწილოს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის.

ე. შევარდნაძე