საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 26/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.008447
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
292
10/04/2006
სსმ, 57, 26/04/2006
010240030.22.023.008447
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/04/2006 - 04/02/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.447

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №292

2006 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტისა და გეოლოგიის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ“ 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და თანდართული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გეოლოგიის დეპარტამენტის დებულება.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გეოლოგიის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3

სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4

სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II

სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა, გეოლოგიის დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის რესურსების გეოლოგიური შეფასება, წიაღით სარგებლობის, წიაღის დაცვის და წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს წიაღის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მდგომარეობის აღრიცხვა, ერთიანი სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის შექმნა;

დ) საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური გარემოს მონიტორინგი;

ე) საქართველოს ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება;

ვ) წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა და სააუქციონო წესით განკარგვისათვის გეოლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ზ) წიაღისა და წიაღის რესურსების შესახებ ინფორმაციის, სახელმწიფოს სახსრებით ჩასატარებელი გეოლოგიური სამუშაოების და პროექტების კონტროლი.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებია:

ა) საქართველოში გეოლოგიის დარგის მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავება. პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მის საფუძველზე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი რეალიზების უზრუნველყოფა და განსახორციელებელ სამუშაოთა კოორდინირება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთა­შორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაში და საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) ქვეყნის მინერალურ-რესურსული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება;

დ) გეოლოგიური შინაარსის, სხვადასხვა დანიშნულებების სახელმწიფო რუკების შედგენისა და გამოცემის უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;

ე) გეოლოგიური გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების შესწავლის და პროგნოზირების, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაცვის ღონისძიებების შემუშა­ვე­ბის, მიწისქვეშა ჰიდროსფე­როს ეკოლოგიური მდგომარეობისა და საშიში გეოლოგიური პროცესების მონიტორინგული მონაცემების კომპიუტერული ბანკის შექმნის, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს ეკოლოგიური მდგომარეობისა და საშიში გეო­ლო­გიური პროცესების პროფი­ლაქ­ტიკურ ღონის­ძიებათა შესახებ ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენების შედგენისა და გამოცემის ხელშეწყობა;

ვ) თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებით, გეოტექნოლოგიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისება, დანერგვა და საერთაშორისო ქსელში ჩართვის ხელშეწყობა, ერთიანი სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის შექმნა და მართვის უზრუნველყოფა;

ზ) მარაგების სა­ხელ­მ­­წიფო უწყებათშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველ­ყოფა;

თ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) წიაღის გეოლოგიური შესწავლის, წიაღით სარგებლობისა და წიაღის დაცვის საერთო წესების შემუშავება, ამ დარგში ნორმატიული დოკუმენტების (სტანდარტების, ლიმიტების, ნორმების და წესების), სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების და წიაღის სხვა რესურსების კლასიფიკა­ციე­ბის პროექტების მომზადება;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოლოგიური თვალსა­ზრისით უნიკალური ობიექტების აღრიცხვა.

    მუხლი 6

დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) გეოლოგიის დარგში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები;

ბ) წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით და სახელმწიფო დაკვეთებით გათვალისწინებული გეოლოგიური სამუშაოების პროექტები;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოყენებისა და აღწარმოების შესახებ სათანადო ინფორმაცია და სტატისტიკური ანგარიშები;

დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7

სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 8

სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 9

სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;

კ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.