განჩინება- კრედიტორტა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება- კრედიტორტა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
15/12/2010
სსმ, 89, 17/12/2010
განჩინება- კრედიტორტა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2010 წლი 15 დეკემბერი              

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა შპს „ულევი აგროს“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

დაადგინა:

1. მოწვეული იქნეს შპს „ულევი აგროს“ (ს/კ 204496562) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ლევი აგროს“ გაკოტრების მმართველის შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“-ის მიერ შედგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი.

2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 27 დეკემბერი, 11 (თერთმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე თბილისში, დავით აღმაშენბლის მე-12 კილომეტრი, №6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი № 22.

3. შპს „ულევი აგროს“ გაკოტრების მმართველის შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“-ის დირექტორს ნოდარ პაპუკაშვილს დაევალოს კრედიტორებისთვის და მოვალისთვის კრედიტორთა კრების ჩატარების დროის თაობაზე შეტყობინებების დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. განჩინების გამოქვეყნა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 დეკემბრისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა, განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.     

მოსამართლე                                                               ბ. სისვაძე