საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
15/12/2010
სსმ, 89, 17/12/2010
საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2010 წლი 15 დეკემბერი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა სს „საქაგროსერვისის“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2010 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს „საქაგროსერვისის“ გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა და განმარტა, რომ მოვალის ქონების რელიზაციის მიზნით ჩატარებულ ორ აუქციონე ვერ მოხერხდა სამეურვეო ქონების გასხვისება მყიდველის არარსებობის გამო. გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის – კრედიტორების მიერ სამეურვეო ქონების ნატურით მიღების გამოყენება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, თუ მე-2 აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილნი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზვრონ ქონების გაყიდვის წესი. ამდენად, ამ დანაწესის თანახმად, საჭიროა კრედიტორებმა მიიღონ გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „საქაგროსერვისის“ (/ 204870808) მიმართ გახსნილ გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ) გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი;         ) კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება;

2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 27 დეკემბერი 12 (თორმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, 6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი 22;

3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 დეკემბრისა ჟურნალ „საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს სს „საქაგროსერვისის“ გაკოტრების მმართველს გიორგი ზედელაშვილს, მასვე დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა;

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                                                    ბ. სისვაძე