"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016016
  • Word
27
10/12/2010
სსმ, 65, 17/12/2010
010260020.35.110.016016
"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 27

2010 წლის 10 დეკემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 18 ნოემბრის №134 სამართლებრივი შენიშვნის საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, კერძოდ:

შეიცვალოს დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

2. დადგენილება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             დ. თოფურია