დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ". | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 929 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 17/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200010000.22.033.016081 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №929
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით (სსმ III, 22.03.2005 წ., №32, მუხ.306) დამტკიცებული „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილ მასალებს, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტი ერთი თვის ვადაში განსახილველად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს, გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო წარმოდგენილი მასალების ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის შესახებ.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები