მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 21/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
56
14/12/2010
სსმ, 66, 21/12/2010
010260020.35.153.016025
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (21/12/2010 - 14/01/2011)

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №56

2010 წლის 14 დეკემბერი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა, დანართის შესაბამისად.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                            ა. კალანდაძე

 

                                             

 

 

          

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო

საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური

 


შემოწმების აქტი №

 

შედგენის თარიღი ---------------------

 

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე  სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება  შემოწმების აქტი.

შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის    მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი).

მითითება გაცემული იყო ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის -----------მუხლის --------------პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების გამოსასწორებლად.

    შემოწმების აქტი დგება---------------------------------------------------------------------------------------გაცემული №-----------------------------მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად

  დამრღვევის დასახელება და მისამართი:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  ობიექტის დასახელება და მისამართი:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი:--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შემოწმებით დადგინდა :-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რითაც დგინდება, რომ:

ა) მითითება შესრულდა.

ბ) მითითება არ შესრულდა.

გ)  მითითება არადროულად სრულდება.

შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა სამშენებლო საქმიანობაზე, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვით აშენებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი ერების და დემონტაჟის შესახებ (,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი);

 თუ დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს ,, ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი სამშენებლო საქმიანობაზე, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი)

 თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა აღმოფხვრილ იქნა დადგენილების გამოცემამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ხოლო სამართალდარღვევაზე დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს (,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი);

  შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა):

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (კანონის მე-13 მუხლის მე-15 პუნქტი).

 შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი).

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 განთავსების თარიღი--------------------------------------