დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №25 დადგენილებაში „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 21/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016023 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №25 დადგენილებაში ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მომართვის (№ 1111, 10.11.10) საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში და დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ვალდებულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება და გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი:
ლ.ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ლ.ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ:
ლ.გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ;
ლ.დ) დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დაკისრების შესახებ;
ლ.ე) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;
ლ.ვ) სამშენებლო სამართალდარღვევით საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;
ლ.ზ),,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები