დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ტექნიკური რეგლამენტის "ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 15/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 17/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.47.052.016004 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №300
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებით (სსმ III, 09.01.2009წ., №2, მუხ.11) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამივე კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას მარშრუტის საწყის/საბოლოო და/ან სატრანზიტო რეისების მომსახურების პუნქტს, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტობუსების რეისში გასვლა ხდება ავტოსადგურიდან. სოფლის ტიპის დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულოა ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. დავითაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები