"საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 923
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016076
  • Word
923
15/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
230150070.22.033.016076
"საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №923

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

       მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის შემდეგ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონლისა;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების კონტროლი და აღრიცხვა, თუ განზრახულია საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანა საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით.“.

3. მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თუ საქონელი არ გადაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის, ან საქართველოს ტერიტორიიდან საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით გასატანი საქონლის გარდა).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                   კ. ბაინდურაშვილი