დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის N211 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 843 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 15/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016018 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №843
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006წ., №96 მუხ. 1288) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-7 მუხლს დაემატოს „რ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით :
„რ ) აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, (დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით), დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა ბადრაგირება, აგრეთვე დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა.” .
2. მე- 11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი):
ა) ადმინისტრაცია;
ბ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
გ) უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო:
გ.ა) მთავარი სამმართველოს სისტემაში არსებული რეგიონალური სამმართველოები;
დ) საგამოძიებო სამმართველო:
დ.ა) სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილება;
ე ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო;
ვ) საგანგებო სიტუაციების სამმართველო;
ზ) დაცვის სამმართველო;
თ ) სამხედრო პატრულის სამმართველო;
ი ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;
კ ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველო;
ლ ) საფინანსო განყოფილება;
მ ) სამორიგეო განყოფილება.
2. დანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება საშტატო განრიგით.
მუხლი 12
1. ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სამხედრო პოლიციის დანაყოფებიდან გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი, სამხედრო პოლიციის დანაყოფების მუშაობის შემაჯამაბელი ანგარიშების მომზადება;
ბ) სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება;
გ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია;
დ) სამხედრო პოლიციის დანაყოფებში არქივისა და საქმისწარმოების ორგანიზება.
2. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:
ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ს გ ან ხორციელება , უსაფრთხოების წესების შემუშავება და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;
ბ) სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა.
3. უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამხედრო ობიექტებზე შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცალკეულ, განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება, მისი მონიტორინგი და ამ დავალებებიდან გამომდინარე ვითარების ოპერატიული ანალიზის უზრუნველყოფა;
გ) სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოების მეშვეობით ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები ს განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში.
4. საგამოძიებო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი;
ბ) დანაშაულის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა;
გ) შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება;
დ) სამხედრო პოლიციის რეგიონალურ სამმართველოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კოორდინაცია;
ე) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება;
ვ) სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილების მეშვეობით სასამართლო დადგენილებით (ბრძანებით), გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით დოკუმენტური რევიზიის, შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის, მიღებულ შედეგებზე, დასკვნების წარდგენა.
5. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია ინფორმაციის უზრუნველყოფისა და ანალიზის კუთხით , სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულება.
6. საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ფუნქციებია საგანგებო სიტუაციების კუთხით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულება.
7 . დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს თანამდებობის პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
გ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესწავლა.
8 . სამხედრო პატრულის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ექსკორტით უზრუნველყოფა;
დ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
9 . ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საიდუმლო საქმისწარმოების, ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა;
ბ) დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.
10 . მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის სრულყოფილად ფუნქციონიერებისათვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა;
ბ) სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება;
გ) სამხედრო პოლიციის მფლობელობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა.
11 . საფინანსო განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ფინანსური მომსახურება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება.
12 . სამორიგეო განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვემდებარე დანაშაულების, სხვა სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების საჭიროების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია;
ბ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 16 დეკემბრიდან.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები