ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სრტატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვების შესახებ

  • Word
ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სრტატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 21/03/2000
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.002.001.
  • Word
92
13/03/2000
სსმ, 24, 21/03/2000
300.250.000.05.002.001.
ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სრტატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №92

2000 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური დაკვირვებების შესახებ

1. ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაწეს­დეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე სისტემური, გეგმაზომიერი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური (სპეციალური პროგრამით) დაკვირვებები.

2. აღნიშნული სამუშაოების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გეოდეზიური კვლევის ცენტრს“ სათანადო უწყებებთან ერთად ხელშეკრულების საფუძველზე.

3. საქართველოს სტრატეგიული და სოციალური მნიშვნელობის საინჟინრო ნაგებობებზე სახელმწიფო გეოდეზიური კონტროლის დაწესების მიზნით პრეციზიული და მსხვილი საინჟინრო ნაგებო­ბებისათვის ყველა სახის გეოდეზიური პროექტების (მათ შორის დაკვირვებების) ექსპერტიზა ჩატარდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გეოდეზიური კვლევის ცენტრის“ მიერ მკაცრი საავტორო ზედამხედველობის პირობებში.

4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, საქენერგომშენმა, საქენერგო-გენერაციამ, გეოლოგიისა და საქნავთობის დეპარტამენტებმა, თბი­ლისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, რუსთავის მერიებმა განსაზღვრონ მსხვილი საინჟინრო ნაგებობების ნუსხა მათი შესაძლო დეფორმაციების გამოსავლენად.

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გეოდეზიური კვლევის ცენტრს“ დაევალოს მოთხოვნილებისდა მიხედვით წარუდ-გინოს უშიშროების საბჭოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ.

6. შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების კოორდინაციისათვის მისი მასშტაბუ­რობისა და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უშიშროების საბჭოსთან ერთად შეიმუშაოს კანონპროექტი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების თაობაზე და წარადგინოს საქართველოს პარლამენტში დადგენილი წესისამებრ.

ე. შევარდნაძე