"საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
"საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 921
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230100000.22.033.016074
  • Word
921
15/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
230100000.22.033.016074
"საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №921

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2320) დამტკიცებულ „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.“;

ბ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები – „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ ერთად.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც „ASYCUDA”-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი