დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა `ASYCUDA"-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 920 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 17/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200220010.22.033.016073 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №920
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008, №187 მუხ. 2014) დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკლარაციისთვის დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (ექსპორტის შემთხვევაში – დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს) თანამშრომელი, „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონულად იღებს შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკლარაციებისთვის (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისთვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი), საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილზე (ექსპორტის შემთხვევაში – დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში) დერეფნები განისაზღვრება შემთხვევითი შერჩევის გამოყენებით. დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება „ ASYCUDA “-ს მეშვეობით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები