"საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 916
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230090000.22.033.016069
  • Word
916
15/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
230090000.22.033.016069
"საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №916

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.      საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1770 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., 172, მუხ. 2336) დამტკიცებულ საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1764 ბრძანების დანართი 1-ით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის” (შემდგომში – მოწმობა) გამოწერა (გარდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)..

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის საბაჟო რეჟიმი)..

3. მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტისა) ექსპორტის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენამდე საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსება ან/და საქონლის დროებითი დასაწყობება სავალდებულო არ არის..

4. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნს.

5. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია С (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა ან საქონლის დროებითი დასაწყობებიდან (დროებითი შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის რეჟიმის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენამდე საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსება ან/და საქონლის დროებითი დასაწყობება სავალდებულო არ არის.;

ბ) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები – საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის 1232 ბრძანების დანართი 3-ით გათვალისწინებულ საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან ერთად.;

გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნს.

6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საქონელზე, რომლის დეკლარირებაც (სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა 4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით) ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომლის გავლითაც საქონელი ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას..

7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ვ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა), თუ განზრახული არ არის საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანა საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით..

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

12. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე მიტანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან (C ნომრის მინიჭებიდან) 10 კალენდარულ დღეს..

9. მე-8 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა 4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონელი უნდა გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ სასაქონლო ზედნადების ან დეკლარაციის დამოწმების დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში..

10. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საქონლის წარდგენა დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი პირდაპირ წარედგინება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს, მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა 3-ის ეგზემპლარის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დაადასტურებს დოკუმენტს საბაჟო დამღით – მოხსნილია კონტროლიდან”, საბაჟო ორგანოს თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით..

11. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ აღრიცხვის მოწმობაზე ან/და სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაზე ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა 3-ზე სპეციალური აღნიშვნით – მოხსნილია კონტროლიდან, ხოლო სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა 4-ზე სპეციალური აღნიშვნით –  „გაშვება ნებადართულია..

12. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

12. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენისას:

ა) დეკლარაციის გრაფა B”-ში შეფასების A ნომრის მინიჭებით ხორციელდება დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA”-ს მეშვეობით;

ბ) წითელი დერეფნის შემთხვევაში ტარდება საქონლის დათვალიერება სკანერით ან/და ვიზუალურად;

გ) დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით ხორციელდება სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები;

დ) ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებაზე აიდენტიფიკაციო ნიშნების დადება და რეჟიმის დასრულება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად..

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი