დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსთავის სააქციო საზოგადოება ,,აზოტში" შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 02/03/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №73
2000 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
რუსთავის სააქციო საზოგადოება „აზოტში“ შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მრეწველობის რეაბილიტაციისა და შემდგომი აღორძინების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს რუსთავის სააქციო საზოგადოება „აზოტის“ (ყოფილი ს/ს „ქიმკომბინატის“) სრული დატვირთვით ამუშავება და ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება.
სააქციო საზოგადოება „აზოტის“ სრული ციკლით ამუშავების, მისი ნორმალური ფუნქციონირების, ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების და შემდგომი განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით:
1. განევადოს სააქციო საზოგადოება „აზოტს“ (ს/ს „ქიმკომბინატის“ უფლებამონაცვლეს) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 სექტემბრის №238 განკარგულებით გამოყოფილი სესხის გადაუხდელობით 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით წარმოქმნილი სასესხო დავალიანება 2002 წლის 31 დეკემბრამდე. განვადების პერიოდში სარგებელი განისაზღვროს წლიური 8 პროცენტის ოდენობით. სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა განხორციელდეს 2002 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) აღნიშნულის გათვალისწინებით სააქციო საზოგადოება „აზოტთან“ გააფორმოს ახალი სასესხო ხელშეკრულება.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ი. ჩხარტიშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი შეუწყონ სააქციო საზოგადოება „აზოტს“ წარმოების შემდგომი განვითარების მიზნით შემუშავებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) შეაჩეროს სააქციო საზოგადოება „აზოტის“ პრივატიზაცია სააქციო საზოგადოება „აზოტში“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დამთავრებამდე, რომელიც უნდა განხორციელდეს იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან (ვ.პაპავა) ერთად ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადება სააქციო საზოგადოება „აზოტისათვის“ 1994-1995 წლებში „რუსთავგაზის“ მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირზე კუპონის რევალვაციის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების გასწორების მექანიზმის თაობაზე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები