"სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 915
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016068
  • Word
915
15/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
200250000.22.033.016068
"სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №915

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1773 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., 172, მუხ.2339) დამტკიცებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, თუ საქონელი არ გადაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის, ან საქართველოს ტერიტორიიდან საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით გასატანი საქონლის გარდა);.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი