საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული შოთა რუსთაველის პროსპექტზე №19-ში მდებარე 452 კვ.მ ფართობის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,უტასათვის" პირდაპირი მიყიდვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 02/03/2000
სარეგისტრაციო კოდი 240.050.000.05.002.001.
  • Word
70
27/02/2000
სსმ, 18, 02/03/2000
240.050.000.05.002.001.
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული შოთა რუსთაველის პროსპექტზე №19-ში მდებარე 452 კვ.მ ფართობის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,უტასათვის" პირდაპირი მიყიდვის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 70

2000 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული შოთა რუსთაველის პროსპექტზე №19-ში მდებარე 452 კვ.მ ფართობის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უტასათვის“ პირდაპირი მიყიდვის შესახებ

1. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის თხოვნის შესაბამისად საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრო, განათლების სამინის­ტრო, კულტურის სამინისტრო, თბილისის მერიისა და საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს თანხმობების გათვალისწინე­ბით პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიეყიდოს შპს „უტას“ ქ.თბილისში შოთა რუთაველის პროსპ. №19-ში მდებარე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული 452 კვ.მ ფართობი, მათ შორის, პირველ სართულზე – 127.31 კვ.მ და სარდაფი 324,35 კვ.მ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად პირობადებულ საკუთრებაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძ­ველზე.

2. შოთა რუსთაველის პროსპ. №19-ში მდებარე საპრივატიზებო ფართობის (452 კვ.მ) საფასურის სანაცვლოდ ნება დაერთოს შპს „უტას“ საკუთარი სახსრებით დააშენოს ინსტიტუტის შენობის სახურავზე, ინსტიტუტის პროექტისა და დაკვეთის შესაბამისად, აუდიტორიების განსათავსებლად 500 კვ.მ ფართობი იმ პირობით, რომ დაშენებული ზემოაღნიშნული ფართობი მშენებლობის დამთავრების შემდეგ გადა­ეცემა სახელმწიფო საკუთრებაში და აყვანილი იქნება თეატრალური ინსტიტუტის ბალანსზე.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) ინსტიტუტის თანხმობის შესაბამისად მოახდინოს შპს „უტასათვის“ რუსთაველის პროსპ. №19-ში მდებარე 452 კვ.მ ფართობის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება და გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დაშენებულ ფართობზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

ე.შევარდნაძე