საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 410/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 164, 15/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016026
  • Word
410/ნ
15/12/2010
სსმ, 164, 15/12/2010
010240070.22.035.016026
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  

მინისტრის ბრძანება №410/ნ

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288-ე დადგენილების მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №198/ნ ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2007 წლის 23 აგვისტოს №251/ნ ბრძანება.

მუხლი 2. ბრძანება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე