ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ

  • Word
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 02/03/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
64
25/02/2000
სსმ, 18, 02/03/2000
010.100.000.05.002.001.
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2000 - 17/01/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 64

2000 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის თანდართული გეგმა (2000-2002 წლები).

ე. შევარდნაძე

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმა

(2000-2002 წლები)

 

ამოცანა

სტრატეგია

შემსრულებელი

ვადა

ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესწავლისა და ინფორმაციის გაცვლის გამუჯობესება

ქვეყნის მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების სტატისტიკური დამუშავება. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების და პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ქვეყნის მასშტაბით მდგომარეობის შესწავლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, სტატისტიკის დეპარტამენტი, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები

2000-2002

ქალთა მიმართ ძალადობის ბუნების, ხასიათისა და შედეგების კოორდინირებული შესწავლა და ამ ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის მოქმედების ანალიზი

ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის პეკინის პლატფორმის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა. ქალთა მიმართ ძალადობის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევად აღიარება. ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიუღებლობის პოლიტიკის დამკვიდრება.

იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პარლამენტი

2000-2002

ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი საჯარო განხილვის საგნად გადაქცევა. ოჯახური ძალადობის თავიდან აცილება და ასეთი ფაქტების შემცირება

საზოგადოების გათვითცნობიერება, რომ ქალების მიმართ ძალადობა ოჯახსა თუ საზოგადოებაში სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით დასჯადია. საჯარო მპანიები ძალადობის, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედბის შესახებ კანონების, სტატისტიკისა და ინფორმაციის გავრცელება. კანონმდებლობის შესრულება. ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სამარცხვინოსა და მიუღებელს გახდის ქალთა მიმართ ძალადობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, არასამავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა

2000-2002

პოტენციურ მოძალადეთათვის სპეციალცრი პროგრამების შემუშავება

უბნის ინსპექტირების ინსტიტუტების საშუალებით იმ ოჯახების გამოვლენა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ხდება ან შეიძლება მოხდეს შეხვედრები და საუბრები პოტენციურ მოძალადეებთან, სპეციალური სატელევიზიო პროგრამები ამ საკითხებზე; სოციალური სამსახურებისა და სკოლის ფსიქოლოგების საშუალებით წინასწარი მუშაობის ჩატარება აგრესიულ მოზარდებთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ტელევიზია I არხი, განათლების სამინისტრო

2000-2002

კანონმდებლობის განვითარება, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და კანონების აღსრულება

პოლიციის თანამშრომელთათვის მსხვერპლთა მიმართ მოქცევის ინსტრუქციებისა და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების შემუშავება;

პოლიციისათვის ტრენინგების ჩატარება ოჯახური ძალადობის შემთხვევების მოწესრიგების შესახებ. პოლიციაში ქალთა დასაქმება ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ურთიერთობის გაიოლების მიზნით.

ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები

2000_2002

ძალადობის მსხვრეპლთათვის დახმარება და მათი დაცვა

ძალადობის მსხვერპლთათვის პრაქ-ტიკული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერა;

მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველ-ყოფა ან მოძალადის მოშორებით ან მსხვერპლთათვის უსაფრთხო ადგილის უზრუნველყოფით; ძალადობის მსხვერ-პლთათვის.

ძალადობის მსხვერპლთათვის სამართ-ლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება სისხლის სამართლის პროცესის მიმდინა-რეობის დროს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები

2000_2002

პროფესიული ძალადობის (მათ შორის, სამუშაოს ადგილზე ძალადობის) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი საჯარო განხილვის საგნად გადაქცევა, მიზეზებისა და შედეგების შესწავლა, თავიდან აცილება და შემცირება

საზოგადოების გათვითცნობიერება, თუ რაში მდგომარეობს პროფესიული ძალადობა (მათ შორის, სამუშაო ადგილზე ძალადობა).

ძალადობის ან ფორმის წინააღმდეგ კანონების შემუშავება გაეროს რეზოლუციების, ადამიანის უფლებათა ძირითადი დოკუმენტებისა და მოწინავე ქვეყნების კანონმდებლობის გათვალისწინებით.

იუსტიციის სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, პროფესიული კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა

2000-2002

ეთნიკური ძალადობის დაძლევა; ეთნიკური კონფლიკტების, დეპორტაციის, იძულებითი მიგრაციის, გამოსახლების მსხვრეპლთა დახმარება

ტრენინგები სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენელთათვის;

რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების შექმნა;

მასალების გამოქვეყნება;

კონფლიქტის შედეგად გათიშული ოჯახების პრობლემების მოგვარებისათვის ხელის შეწყობა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, აფხაზეთის მინის-ტრთა საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცვე-ლის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა

2000-2002

ეკოლოგიური ძალადობის (საცხოვრებელი გარემოს ნგრევითა და ეკოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული ერის გენოფონდის შეცვლა, ჯანმრთელობისა-

თვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების ხელყოფა) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საჯარო განხილვის საგნად გადაქცევა

საზოგადოების გათვითცნობიერება, რომ ეკოლოგიური ძალადობა კრიმინალური ქმედობაა;

ეკოლოგიური ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამკაცრება;

ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ეკოლოგიური პოლიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზია, პრესა

2000-2002

მოზარდ გოგონათა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მიზეზებისა და შედეგების კოორდინირებული შესწავლა, მისი საჯარო განხილვის საგნად

გადაქცევა. მოზარდ

გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის მოქმედების ანალიზი

ქვეყნის მასშტაბით გოგონათა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის (ცემა, გაუპატიურება, სექსუალური ექსპლოატაცია, მათხოვრობა, ჯანდაცვის უქონლობა, წერა-კითხვის უცოდინრობა) შესახებ შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების სტატისტიკური დამუშავება;

სპეციალური პროგრამებისა და კანონების შემუშავება:

1. გოგონათა მიმართ ძალადობის თავიდან აცილების შესახებ;

2. გოგონათა მხრიდან სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების გაცნობის და მასში მონაწილეობისათვის ხელშესაწყობად;

3. გოგონათა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის გენდერული საკითხების შესახებ განათლების მიღების თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი; სახალხო დამცველის აპარატი; ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი; არასამთავრობო ორგანიზაციები; ტელევიზია, პრესა

2000-2002

სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ქალებით ვაჭრობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებები

სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ქალებით ვაჭრობის ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევად აღიარება;

კანონმდებლობაში ქალებით ვაჭრობის, როგორც დანაშაულის განსაზღვრა და შესაბამისი დამსჯელი ღონისძიებების გათვალისწინება; სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ქალებით ვაჭრობის შემთხავევების აღრიცხვა; მსხვერპლთთათვის დაცვის პროგრამების შემუშავება;

სამართალდამცავი, იმიგრაციული, სოციალური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლობა ქალებით ვაჭრობის აღსაკვეთად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს

პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები

2000-2002

ჩატარებული მუშაობის სისტემატური მონიტორინგი

გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მათი ყოველწლიური ანალიზი (გეგმის შემსრულებული აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები კომისიას წარუდგეგენ ყოველწლიურ ინფორმაციას გეგმის შესასრულებლად ჩატარებული მუშაობის შესახებ).

ქალთა განვითარების

სახელმწიფო პოლიტიკის

შემმუშავებელი კომისია.

2000-2002