დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 17/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.32.057.016018 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №61
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:
1 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ დამხმარე (ტექნიკურ) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები“, დანართი №2-დან ამოღებულ იქნეს კაპიტნის, მთავარი მექანიკოსის, ბოცმანის, მოტორისტ-მექანიკოსისა და ექსპედიტორის გრაფები.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები