"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016017
  • Word
60
07/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
010320020.32.057.016017
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №60

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის 28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივ­ნისის 28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ 68 (23.283), 2010 წ., 24–25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 110 (ას ათი) საშტატო ერთეულით.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთა­ვ­რო­ბის აპარატის საშტატო ნუსხის შიდა აუდიტის დეპარტამენტის გრაფის შემდგომ დაემატოს ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის გრაფა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი

1

მთავარი სპეციალისტი

2

 

გ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამხმარე (ტექნიკური) მოსამსახურეების გრაფიდან ამოღებულ იქნეს კაპიტნის, მთავარი მექანიკოსის, ბოცმანის, მატორისტ-მექანიკოსისა და ექსპედიტორის გრაფები.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

მთავრობის თავმჯდომარე              ლ. ვარშალომიძე