"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016016
  • Word
59
07/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
010240020.32.057.016016
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №59

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის           3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამ­ტ­კი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრი­ლის 42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ 54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემ­დე­გი დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1 ‘’ ქვეპუნქტი:

„მ1) ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი;“

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას 115 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 116 მუხლი:

     „მუხლი 116. ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი

 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერი­ტო­რიაზე არსებული თვითმმართველობების ბიუჯეტის პროექტების მომზადებასა და განხი­ლ­ვებში მონაწილეობის მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოსული საფინანსო-ეკონომიკური დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

 ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების, პროგრამების შემუშავებაში სახელმწიფო დაწესებულებებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ხელისუფლების ორგანოებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მონაწილეობის მიღება, განსახორ­ციე­ლებელი პროექტებისა და პროგრამების შესრულების კოორდინაცია, ზედამხედველობა და კონტროლი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის, პროექტებისა და პროგრამების განხორციელებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

დ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამარ­თ­ლე­­ბრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) რეგიონში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების საკით­ხე­ბზე წინა­და­დე­ბათა და რეკომენდაციათა შემუშავება;

ვ) რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებათა შემუშავება;

ზ) რეგიონში განსახორციელებელი ეკონომიკური პროექტებისა და ეკონომიკური პროგ­რა­მების ანალი­ზი, შესაბამის დეპარტამენტთან ერთად საერთაშორისო ეკონომიკურ სტრუქ­ტუ­რებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;

თ) რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი ამსა­ხ­ვე­ლი პერიოდული საინფორ­მა­ციო-ანალიტიკური მასალის მომზადება, საერთაშორისო ეკონო­მი­კური პროგ­რა­მე­ბის რეგიონში განხორციელებასთან დაკავშირებით ანა­ლი­ზი და შეფასება;

ი) რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებაში მონაწი­ლე­ო­ბის მიღება, ინფრასტრუქტურის განვითარების ანალიზი, რეგიონის ინფრა­ს­ტ­­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თარების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ლ ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალ­კეულ დავალებათა შესრულება;

მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნ­ქ­­ციების განხორციელება.

 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

მთავრობის თავმჯდომარე      ლ. ვარშალომიძე