დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ტუსაღობის აღსრულების წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 368 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 28/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72(79), 30/12/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.012.004.006 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/1999 - 28/06/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.006
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №368
1999 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტუსაღობის აღსრულების წესის შესახებ
„ პატიმრობის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის 97-ე მუხლის „ ბ.ს.“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ტუსაღობის აღსრულების თანდართული წესი.
2. საჯელაღსრულების დეპარტამენტმა (გ. ყვარელაშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული ნორმატიული აქტის სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეებისათვის გაცნობა.
3. ეს ბრძანება ამოქმედეს 1999 წლის 22 ივლისის სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
ტუსაღობის აღსრულების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი ,,პატიმრობის შესახებ“ კანონის საფუძველზე აწესრიგებს საპყრობილის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტუსაღობის სახით სასჯელის აღსრულებისა და მოხდის კანონით დადგენილი წესის შესრულების, ტუსაღთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
2. წესი სავალდებულოა შესასრულებლად საპყრობილის მოსამსახურეთათვის, ტუსაღთათვის და იმ პირთათვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან საპყრობილეში.
3 . ამ წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2. ტუსაღის საპყრობილეში მიღება
1. სატუსაღო განყოფილებაში თავისუფლებააღკვეთილი ტუსაღის მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს განაჩენი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საპყრობილეში ტუსაღის მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური რუკა, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით და ინფორმაცია სისხლის ჯგუფის შესახებ ინახება ტუსაღის პირად საქმეში.
3. საპყრობილეში ტუსაღთა მიღებას ახორციელებს სპეციალური განყოფილების მოსამსახურე და ოპერატიული მორიგე. არასამუშაო დროს მოყვანილი ტუსაღთა მცირე ჯგუფის მიღებას ახორციელებს საპყრობილის ოპერატიული მორიგე.
4. საპყრობილეში მიღებისას საპყრობილის სპეციალური განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს ტუსაღთა პირად საქმეს, მასში აუცილებელი დოკუმენტების არსებობას და ადგენს მათ კუთვნილებას მიღებული ტუსაღისადმი.
5. ტუსაღების მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხდება მათი და მათი კუთვნილი ნივთების შემოწმება. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა მიყიდვა და გამოყენება ტუსაღთათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები) (დანართი № 1), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში (დანართი № 2), რომელთა ქონის, ამანათებით მიღების და საპყრობილის მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს ტუსაღს, ამოიღება დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად ან ნადგურდება დირექტორის ბრძანებით, რომლის თაობაზედაც შედგება შესაბამისი ოქმი.
6. საპყრობილეში მიღებისას ტუსაღი გადის სამედიცინო შემოწმებას, სრულ სანიტარი ულ დამუშავებას სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით და განთავსდება საკარანტინო განყოფილებაში, სადაც ექვემდებარება სამედიცინო დაკვირვებას 15 დღის ხანგრძლივობით. კარანტინის დროს ინფექციური ავადმყოფობებით დაავადებულთა გამოვლენისას ხდება მათი დაუყოვნებლივ იზოლირება და საპყრობილეში ტარდება ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსი.
7. საკარანტინო განყოფილებაში ყოფნის დროს ტუსაღი წერილობით ეცნობა სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, ტუსაღი გაფრთხილდება რეჟიმის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე. მას განემარტება საპყრობილის სატუსაღო განყოფილებაში ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებებისა და კონტროლის (იზოლაციის) საშუალებების, აგრეთვე ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების თაობაზე.
8. ტუსაღის საპყრობილეში მიღებისას ადმინისტრაცია მოვალეა განაჩენის გამომტან სასამართლოს და ტუსაღის ოჯახს დაუყოვნებლივ აცნობოს ტუსაღის საპყრობილეში მოთავსების შესახებ. ოჯახისადმი გაგზავნილ უწყებაში მიეთითება საპყრობილის საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ტუსაღებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით ან ბანდეროლებით, აგრეთვე მიმოწერის წესის , ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრების წესის თაობაზე.
მუხლი 3 . ტუსაღის საპყრობილეში მოთავსება
1. ტუსაღის მოთავსება ხდება საპყრობილის სატუსაღო განყოფილებაში.
2. ტუსაღთა საკნების მიხედვით განაწილება ხდება კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი. კომისიის შემადგენლობაში შედიან საპყრობილის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით .
3. ტუსაღი იმყოფება სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკანში, სადაც შესაძლებელია ვიზუალური და ელექტრონული დაკვირვება ტუსაღზე.
4. აკრძალულია ურთიერთობა ტუსაღებსა და საპყრობილეში მყოფ სხვა მსჯავრდებულთა შორის.
მუხლი 4. ტუსაღთა ქცევის ძირითადი წესები
1. ტუსაღს უფლება აქვს:
ა) დაწესებულების პერსონალის მხრიდან თავაზიან მოპყრობაზე;
ბ) შეინახოს და გამოიყენოს ჩამონათვალში (დანართი № 2) გათვალისწინებული ნივთიერებები და საგნები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კულტურულ-აღმზრდელობით ან რელიგიურ ღონისძიებებში, ისარგებლოს ბიბლიოთეკით, სამაგიდო თამაშებით;
დ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
ე) ისარგებლოს ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების აღმოჩენაზე უფლებამოსილი სხვა პირების მომსახურებით, შეუზღუდავად შეხვდეს დამცველს;
ვ) დადგენილი წესით, წინადადებებით, განცხადებებითა და საჩივრებით მიმართოს საპყრობილის ადმინისტრაციას, სასჯელაღსრულების სისტემის ზემდგომ ორგანოებს, სასამართლოს, პროკურატურას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, აგრეთვე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს;
ზ) განახორციელოს სინდისის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება;
თ) უზრუნველყოფილი იყოს კვებითა და ტანსაცმლით;
ი) ისარგებლოს სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით;
კ) უზრუნველყოფილი იყოს სატელეფონო საუბრებით, ბანდეროლების, ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის კონტროლით, აგრეთვე მიმოწერით;
ლ) მიიღოს ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, გაიაროს სოციალური ადაპტაციის კურსები, გაეწიოს კონსულტაციები;
მ) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ხელსაწყოები;
ნ) მოსთხოვოს ადმინისტრაციას ზომების მიღება მისი პირადი უსაფრთხოების დასაცავად;
ო) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. ტუსაღის მიერ თავისი უფლებების განხორციელებისას არ უნდა დაირღვეს რეჟიმი და არ უნდა შეილახოს სხვა პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები.
3. ტუსაღი მოვალეა:
ა) დაიცვას რეჟიმისა და დღის წესრიგის მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს საპყრობილის ქონებას;
გ) თავზიანად მოეპყროს სხვა ტუსაღებსა და საპყრობილის პერსონალს, შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები;
დ) სუფთად და წესრიგში იქონიოს საკანი, ტანსაცმელი, საწოლი, დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებში;
ე) ატაროს ტანსაცმელზე დადგენილი ნიმუშის გულსაბნევი და სამკლავ ური (დანართი № 3);
4. ადმინისტრაციამ ტუსაღს შეიძლება დააკისროს დამატებითი მოვალეობები. აკრძალულია ტუსაღთათვის ისეთი მოვალეობების დაკისრება, რომელიც ამკაცრებს რეჟიმის პირობებს, ლახავს მის პატივს და ღირსებას.
5. ტუსაღს ეკრძალება:
ა) დაარღვიოს საპყრობილის ტერიტორიის საზღვრები;
ბ) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს და გამოიყენოს აკრძალული ნივთები (დანართი № 1);
გ) გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში არსებული საგნები, ნაკეთობები და ნივთიერებები;
დ) ითამაშოს ბანქო ან სხვა თამაშები მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით;
ე) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გაცვალოს საძინებელი ადგილები;
ვ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე იყოლიოს ცხოველები და ფრინველები, მოაშენოს დეკორატიული თევზები ან ოთახის მცენარეები;
ზ) გამოფინოს ფოტოგრაფიები, რეპროდუქციები, ბარათები, ამონაჭრები გაზეთებიდან და ჟურნალებიდან კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე;
თ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, ელექტროენერგია, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;
ი) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვლისწინებელ ადგილებში;
მუხლი 5. ტუსაღთა და საპყრობილის პერსონალის ურთიერთობა
1. ტუსაღები საპყრობილის მოსამსახურეებს მიმართავენ „ თქვენობით“ .
2. საპყრობილის მოსამსახურეები ტუსაღებს მიმართავენ „ თქვენობით“ .
3. მოსამსახურეებს ეკრძალებათ შევიდნენ ტუსაღებთან ან მათ ნათესავებთან რაიმე ურთიერთობებში, რომლებიც არ არის განპირობებული სამსახურის ინტერესებით, აგრეთვე ისარგებლონ მათი მომსახურებით.
მუხლი 6. დღის წესრიგი
1. საპყრობილის სატუსაღო განყოფილებისათვის დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის წესრიგი ტუსაღთა ამა თუ იმ ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, წელიწადის დროის, ადგილობრივი პირობებისა და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. დღის წესრიგი მოიცავს ადგომის, დაძინების, ტუალეტის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სწავლის, აღმზრდელობითი, კულტურული და რელიგიური ღონისძიებებისა და ა.შ. დროს. გაითვალისწინება ტუსაღთა უწყვეტი რვასაათიანი ძილი და მათთვის პირადი დროის გამოყოფა.
3. თვეში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ტუსაღის შემოწმება-დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
მუხლი 7. ტუსაღთა კვება
1. ტუსაღთა კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ტუსაღის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. ტუსაღს უფლება აქვს დამატებითი კვების პროდუქტები მიიღოს ამანათებით, საპყრობილის მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მხოლოდ დირექტორის ნებართვით, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. ტუსაღს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.
4. ტუსაღები იკვებებიან საკნებში.
მუხლი 8. ტუსაღთა პირადი მიღება
1. ტუსაღთა პირად მიღებას ახორციელებს საპყრობილის ხელმძღვანელობა, ასევე განყოფილებებისა და სამსახურების უფროსები, გრაფიკის მიხედვით. მიღებული ტუსაღები იმ საკითხების მითითებით, რომლითაც მათ მიმართეს და მათი განხილვის შედეგები აღირიცხება ჟურნალში (დანართი № 4), რომელიც ინახება საპყრობილის კანცელარიაში.
2. იუსტიციის სამინისტროსა და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იღებს ტუსაღებს მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საპყრობილის მონახულებისას. ამგვარ მიღებაზე მიღებული ტუსაღების აღრიცხვა წარმოებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ჟურნალის მეორე ნაწილში.
3. დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურე ყოველთვიურად ამოწმებს მიღებისას გამოტანილი გადაწყვეტილებების შესრულებას.
მუხლი 9. ტუსაღთა ყოფნის შემოწმება
1. ტუსაღთა ყოფნის შემოწმება ხდება დღის წესრიგით განსაზღვრულ საათებში, ყოველდღიურად, დილით და საღამოთი. საჭიროების შემთხვევაში შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ამავდროულად ტარდება ტუსაღთა გარეგნობის შემოწმება.
2. ტუსაღთა შემოწმება ხდება საკნების მიხედვით.
მუხლი 10. ტუსაღებიდან საპყრობილეში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების ამოღება
1. ტუსაღებიდან საპყრობილეში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების ამოღების უფლება აქვთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
2. აკრძალული ნივთების ამოღება ხდება მათი აღმოჩენის მომენტში, რომლის თაობაზე დგება პატაკი ან აქტი და ტარდება შემოწმება.
3. ტუსაღებისაგან ამოღებული თანხა ირიცხება მათ პირად ანგარიშზე, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები ინახება ბუღალტერიაში ან საპყრობილის საწყობში, რომლის თაობაზე ტუსაღს ეძლევა ქვითარი.
4. ტუსაღთაგან ამოღებული ნივთები, რომლებსაც ფასეულობა არ გააჩნიათ, ბარდება საწყობში ან ნადგურდება დირექტორის ბრძანებით, რომლის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ტუსაღს ხელწერილით. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილი წესის დარღვევით მიღებული საკვები პროდუქტების თაობაზე.
5. ის ნივთები, რომლებიც ტუსაღებს დადგენილ ასორტიმენტზე და რაოდენობაზე მეტი აქვს, ამოიღება და ბარდება საწყობში შესანახად. თუ შენახული ნივთები ტუსაღებს დასჭირდებათ და ამით არ დაირღვევა დადგენილი ასორტიმენტი და ოდენობა, ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს.
მუხლი 11. ტუსაღთა მიმოწერის , ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი
1. ტუსაღს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, დადგენილი წესით და საპყრობილის ადმინისტრაციის კონტროლით.
2. მიმოწერა ხორციელდება ტუსაღის ხარჯზე.
3. ტუსაღის სახელზე შემოსული წერილების დანიშნულებისამებრ ჩაბარებას, აგრეთვე ტუსაღის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას აწარმოებს საპყრობილის ადმინისტრაცია.
4. ტუსაღის წერილებს გასაგზავნად გადასცემენ ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
5. წერილები გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაულუქავ მდგომარეობაში.
6. ტუსაღის სახელზე მის მიერ საპყრობილის დატოვების შემდეგ მოსული წერილები სამი დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე.
7. დეპეშების გაგზავნა ხდება ტუსაღის მიერ დადგენილი ფორმის ბლანკების შევსებით, რომლებსაც ისინი ადმინისტრაციიდან იღებენ. დეპეშის გაგზავნა უნდა მოხდეს არა უგვიანეს მომდევნო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. დეპეშის გაგზავნისათვის საფასურის გადახდის ქვითარი დაერთვის ტუსაღის პირად საქმეს მის მიერ ქვითარზე ხელისმოწერის შემდეგ.
8. ტუსაღთა მიერ გაგზავნილი და მათ სახელზე მოსული დაშიფრული წერილები, ან სხვა ჟარგონებითა და სიმბოლოებით შესრულებული წერილები, წერილები, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას, ტუსაღებს არ გადაეცემათ. ამის თაობაზე ხელწერილით ეცნობება ტუსაღს, რის შემდეგაც წერილი ნადგურდება. ეს წესი ვრცელდება დეპეშებზეც.
9. ტუსაღთა სახელზე მოსული ფულადი გზავნილები ჩაირიცხება მათ ანგარიშზე.
10. ტუსაღის ანგარიშზე რიცხული თანხის გადარიცხვა მისი ახლო ნათესავებისათვის ან სხვა პირებისათვის ხდება ტუსაღის მიერ დადგენილი ფორმის ბლანკის შევსებით, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება თანხის კონკრეტული ოდენობა. ბლანკებსა და განცხადებებს იღებენ ადმინისტრაციის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. ტუსაღს აცნობებენ ფულადი გზავნილის გადაგზავნის თაობაზე და ხელს აწერინებენ ქვითარზე, რომელიც დაერთვის მის პირად საქმეს.
მუხლი 12. ტუსაღთა წინადადებები, განცხადებებიდა საჩივრები
1. თითოეულ ტუსაღს უფლება აქვს წარმოადგინოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.
2. საქართველოს მოქალაქე ტუსაღებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალა ქე ან მოქალაქეობის არმქონე ტუსაღებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. ტუსაღს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას – სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.
3. სხვა ქვეყნის მოქალაქე ტუსაღებს და მოქალაქეობის არმქონე ტუსაღებს უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები არ გააჩნიათ, უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომელთაც თავიანთ თავზე აქვთ აღებული მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორისო ორგანოებთან, რომლებიც ამ მსჯავრდებულთა ინტერესებს იცავენ.
4. ტუსაღს უფლება აქვს წარადგინოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები მხოლოდ საკუთარი სახელით.
5. წერილობითი წინადადებები, განცხადებები და საჩივრები იგზავნება ადმინისტრაციის საშუალებით. ისინი რეგისტრირდება საპყრობილის კანცელარიაში და არა უგვიანეს სამი დღის ვადისა ეგზავნება ადრესატს.
6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი ტუსაღის განცხადება. ადმინისტრაცია მოვალეა არა უგვიანეს ერთი დღის ვადისა გადაგზავნოს იგი დანიშნულებისამებრ.
7. ის წინადადებები, განცხადებები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, ხელფასის ჩარიცხვის, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა ადმინისტრაციის მიერ ადგილზე შეიძლება, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მათი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ისინი გაეგზავნენ.
8. წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც იგზავნება სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებში, აგრეთვე თანამდებობის პირთა სახელზე, ადმინისტრაცია ურთავს წერილს, სადაც მოკლედ არის გადმოცემული მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. პირველად განცხადებებსა და საჩივრებს სასჯელის ზომის დაკლების თაობაზე, აგრეთვე სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნას, უნდა დაერთოს დახასიათებები.
9. მოსული პასუხები წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის შედეგების თაობაზე ტუსაღის ხელწერილით გაეცნობა მათი მიღებიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადისა და დაერთვის ტუსაღის პირად საქმეს.
10. წერილობით წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე სრული მოცულობით ვრცელდება ამ შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება.
მუხლი 13. ტუსაღის შეხვედრა
1. ტუსაღს უფლება აქვს თვეში ორჯერ შეხვდეს ოჯახის წევრებს და სხვა პირებს საპყრობილის მოსამსახურის ვიზუალური ზედამხედველობით,მოსმენის გარეშე .
2. ტუსაღს აქვს დამცველთან შეხვედრის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დამცველთან შეხვედრა ხდება ყოველგვარი ჩარევისა და ცენზურის გარეშე. საპყრობილის მოსამსახურეებს შეუძლიათ აკვირდებოდნენ შეხვედრას ვიზუალურად, მაგრამ მოსმენის გარეშე. ეს შეხვედრები არ შედის ტ უსაღის კუთვნილი შეხვედრების რიცხვში, მათი ოდენობა და ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის , მაგრამ ისინი იმართება ტუსაღთა გაღვიძებიდან დაძინებამდე დროის მონაკვეთში.
3. შეხვედრის ნებართვას, ტუსაღის ან მისი მონახულების მსურველის განცხადებით, გასცემს დირექტორი ან მისი შემცვლელი პირი. შეხვედრაზე უარის თქმის შემთხვევაში განცხადებაზე აღინიშნება უარის თქმის მიზეზები. შეხვედრაზე მოსულის, აგრეთვე ტუსაღის ნათესავების პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებია: პასპორტი, სამხედრო ბილეთი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები.
4. პირველი შეხვედრა ტუსაღს შეიძლება მიეცეს მისი საპყრობილეში მოთავსებისთანავე, დამოუკიდებლად იმისა, ჰქონდა თუ არა მას წინა შეხვედრა სხვა დაწესებულებებში. შემდეგი შეხვედრები ტუსაღს მიეცემა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც განისაზღვრება თვის დღეთა ოდენობის გაყოფით შეხვედრათა იმ ოდენობაზე, რომლის უფლებაც ტუსაღს თვეში გააჩნია.
5. ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საპყრობილის ნორმალურ საქმიანობას, შეხვედრები შეიძლება დროებით შეწყდეს.
6. შეხვედრების ხანგრძლივობა ადმინისტრაციის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. შეხვედრების გაერთიანება ან ერთი შეხვედრის გაყოფა არ დაიშვება.
7. შეხვედრაზე ტუსაღი უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ ტუსაღი ექვემდებარება შემოწმებას.
8. შეხვედრაზე მოსული პირები, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მათ განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს, ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება საპყრობილეში აკრძალულია, შესანახად ხელწერილით აბარებენ საპყრობილის მოსამსახურეს.
9. თუ იმის ვარაუდის საკმაო საფუძველია, რომ შეხვედრაზე მოსულ პირს განზრახული აქვს გადასცეს ტუსაღს საპყრობილეში აკრძალული საგნები, ნაკეთობები ან ნივთიერებები, დირექტორი ამ პირს განუცხადებს იმის თაობაზე, რომ მას შეხვედრის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებისაგან გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ადმინისტრაცია იღებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.
10. შეხვედრაზე მოსული პირების მიერ შეხვედრის დადგენილი წესის დარღვევისას შეხვედრა დაუყოვნებლივ შეწყდება.
11. შეხვედრებზე საკვები პროდუქტების მიტანა ტუსაღებთან შეხვედრაზე მოსული პირების მიერ არ დაიშვება.
მუხლი 14. ტუსაღის სატელეფონო საუბრები
1. ტუ საღს უფლება აქვს ადმინისტრაციის კონტროლით ისარგებლოს საერთო სარგებლობის ტელეფონით, თუ სპყრობილეს ამისი ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია.
2. ტუსაღს სატელეფონო საუბრის უფლება მიეცემა მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება აბონენტის ტელეფონის ნომერი და საუბრის ხანგრძლივობა, მაგრამ არა უმეტეს 15 წუთისა.
3. სატელეფონო საუბრები ხორციელდება ტუსაღის ხარჯზე.
4. ერთსა და იმავე ან სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრები აკრძალულია.
მუხლი 15 . მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
1. ტუსაღს უნდა ჰქონდეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გაცნობის შესაძლებლობა.
2. საპყრობილეში ხდება რადიოსა და ტელევიზიის ტრანსლაცია. ტუსაღებს რეჟიმით შეიძლება ჰქონდეთ პირადი რადიომიმღები, ტელევიზორი, ვიდეო ან აუდიო მაგნიტოფონი, საბეჭდი საშუალება, თუ მათი გამოყენება არ არღვევს რეჟიმსა და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. აღნიშნული ტექნის გამოყენების ხარჯებს (ელექტროენერგიისა და სხვა) იხდის ტუსაღი.
3. ტუსაღს შეუძლია საკუთარი სახსრებით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური, მხატვრული ლიტერატურა, გაზეთები და ჟურნალები.
მუხლი 16. ტუსაღთა მიერ ამანათების, გზავნილების, ბანდეროლების მიღების წესი
1. ტუსაღი უფლებამოსილია მიიღოს ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები შეუზღუდავი ოდენობით.
2. ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები ტუსაღს შეუძლია მიიღოს საპყრობილეში მოთავსებისთანავე. თუ ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი ტუსაღის სახელზე, ისინი უბრუნდება გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. ამანათები , გზავნილები , ბანდეროლები, რომლებიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი ტუსაღის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით.
3. ამანათების, გზავნილების, ბანდეროლების გახსნა წარმოებს საპყრობილის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება და მათთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი წესით. გზავნილებში არსებული აკრძალული ნივთები გადაეცემა მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), დაბრუნების მიზეზების მითითებით.
4. ამანათებიდან, გზავნილებიდან, ბანდეროლებიდან ისეთი ნივთების, ნაკეთობების ან ნივთიერებების ამოღებისას, რომელთა გამოყენება ტუსაღს დანაშაულებრივი მიზნებით შეეძლო, დადგენილი წესით ტარდება შემოწმება.
5. ამანათების, გზავნილების, ბანდეროლების შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი გადაეცემა ტუსაღს ხელწერილით.
მუხლი 17. ტუსაღთა მიერ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების შეძენისა და მათთვის დამატებითი მომსახურების გაწევის წესი
1. ტუსაღისათვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მისაყიდად საპყრობილეში ყოველდღიურად, გარდა დასვენების და გამოსასვლელი დღეებისა, ფუნქციონირებს მაღაზია, ტუსაღებს შეუძლიათ ისარგებლონ მაღაზიის მომსახურებით ამისათვის დღის წესრიგით გამოყოფილ დროს, რიგითობის დაცვით. ანგარიშსწორება უნაღდოა.
2. ტუსაღთათვის, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ, მათი განცხადების საფუძველზე. ამ მიზნით თითოეულ ტუსაღს გადაეცემა განცხადების ბლანკები (დანართი № 5), რომელიც შევსების შემდეგ გადაეცემა ადმინისტრაციას. ადმინისტრაციის წარმომადგენელი საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენის წინ ამოწმებს საერთო განყოფილებაში ტუსაღის ანგარიშზე თანხის არსებობას, შეძენილი საქონელი გადაეცემა ტუსაღს ხელწერილით.
3. ტუსაღებს, თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ თავიანთი ხარჯით ისარგებლონ საპყრობილის განლაგების რაიონში არსებული კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებების მომსახურებით . ასეთი მომსახურებას მიეკუთვნება: ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკერვა და შეკეთება, ტანსაცმლის წმენდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი, ფოტო- ვიდეოგადაღება (ტარდება ადმინისტრაციის კონტროლით), საპარიკმახერო მომსახურება, ტუსაღის პირად საქმეში არსებული სასამართლო და სხვა დოკუმენტების ასლების გადაღება, ნოტარიალური მომსახურება.
4. ადმინისტრაციის თანხმობით, განცხადების საფუძველზე, ტუსაღებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვა მომსახურებით, რომლებიც არ არის გათვა ლისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.
5. მომსახურების გასაწევად ადმინისტრაციის მიერ საპყრობილეში მოიწვევა შესაბამისი სპეციალისტი.
6. დამატებით მომსახურების ანაზღაურება ხდება განცხადებაში მითითებული თანხის ტუსაღის ანგარიშიდან მომსახურების გამწევი იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე გადარიცხვით.
მუხლი 18. ტუსაღის ცხოვრების პირობები
1. საპყრობილეში ტუსაღისათვის გამოყოფილი საკანი, უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს ტუსაღის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. ავადმყოფებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სხვა ტუსაღებთან შედარებით უნდა შეექმნათ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები.
3. საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას.
4. ტუსაღს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველდღიურად ერთ საათიანი გასეირნებით.
მუხლი 19. ტუსაღის პირადი ჰიგიენა
1. ტუსაღს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილ ებებ ი და დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.
2 . კვირაში ერთხელ მაინც ტუსაღი უზრუნველყოფილ უნდა იყოს სუფთა თეთრეულით და საპარიკმახერო მომსახურებით. ადმინისტრაციას ეკრძალება მოითხოვოს მსჯავრდებულისაგან თმების მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
მუხლი 20 . ტუსაღის ტანსაცმელი და თეთრეული
1. თუ ტუსაღს არ აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
2. ტუსაღს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. თეთრეულის გამოცვლის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის მოთხოვნებს.
მუხლი 21. ტუსაღთათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური და სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაცია
1. ტუსაღის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება სასჯელის მოხდის განმავლობაში ერთხელ მაინც დაავადებულ ტუსაღს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
2. თუ ტუსაღის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს სამკურნალო პუნქტში ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.
3. დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა ხდება ტუსაღის განცხადებით, დირექტორის, სამედიცინო სამსახურის უფროსის ან საპყრობილის ექიმის თანხმობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
4 . საპყრობილეში მიყვანილი ყველა ტუსაღი გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას და კომპლექსურ სანიტარიულ დამუშავებას, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო კამერაში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას. სამედიცინო მაჩვენებლების შესაბამისად შეიძლება მოხდეს თმის საფარის მთლიანი მოცილება. ტუსაღები საკარანტინო განყოფილებებში გადიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მოიცავს ექიმი- სპეციალისტების მიერ გასინჯვას, რენტგენურ-პროფილაქტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევას. გამოკვლევის შედეგები რეგისტრირდება სამედიცინო სამსახურში მსჯავრდებულის ბარათში.
5. ტუსაღთა მიღება სამედიცინო სამსახურში ხორციელდება წინასწარი ჩაწერით და მედპერსონალის დანიშნულების მიხედვით, სამედიცინო სამსახურის მუშაობის რეჟიმის შესაბამისად.
6. ტუსაღს, თავისი სურვილით, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი, საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებადი, დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება, რომელიც მათ აღმოეჩინებათ შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ საპყრობილის სტაციონალურ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტების პირობებში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენისათვის ტუსაღი შესაბამისი განცხადებით მიმართავს დირექტორს, სადაც მიუთითებს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობას, რომლის მიღებასაც იგი ისურვებდა, შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობას. ამ საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება საპყრობილის სამედიცინო სამსახურის მოსამსახურეთა აზრი. განცხადება განიხილება სამი დღის ვადაში და განისაზღვრება ექიმი -სპეციალისტის მოწვევის დრო. სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას სამედიცინო საქმიანობის უფლება.
8. დამატებითი სამკურნალო - პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება ტუსაღის სამედიცინო ბარათში.
9. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების ანაზღაურება, განცხადებაში მითითებულის ფარგლებში, ხდება ტუსაღის ანგარიშიდან იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, რომელმაც განახორციელა დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების აღმოჩენა.
მუხლი 22. ტუსაღთა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება
1. ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ტუსაღებმა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება. ტუსაღებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სოციალური ადაპტაციის სასწავლო ჯგუფებში, რომელთა შექმნაც ადმინისტრაციის მოვალეობაა.
2. ტუსაღს საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.
3. ტუსაღს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.
4. პროფესიული სწავლება ნებაყოფლობითია იმ ტუსაღთათვის, რომელთაც გააჩნიათ რაიმე სპეციალობა, აგრეთვე იმ ტუსაღთათვის, რომელთაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ.
5. ტუსაღთა პროფესიული სწავლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც საპყრობილის პირობებშია შესაძლებელი.
6. საპყრობილის ადმინისტრაციას ტუსაღის პიროვნების გათვალისწინებით უფლება აქვს ნება დართოს მას ექსტერნად ისწავლოს საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში.
მუხლი 23. ტუსაღის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. ადმინისტრაციას შეუძლია წაახალისოს ტუსაღი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი კეთილსინდისერი დამოკიდებულებისათვის.
2. წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
გ) დამატებითი შეხვედრა;
დ ) დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე წარდგენა.
3. რეჟიმის დარღვევისათვის ტუსაღს, თუ მისი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4. დისციპლინური ზომების გამოყენების უფლება აქვთ დირექტორსა და მის მოადგილეს.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის რამდენიმე დისციპლინური სასჯელის დაკისრება.
6. ტუსაღს უნდა განუმარტონ, თუ მისი რომელი ქმედება და რატომ იქნა მიჩნეული დისციპლინურ გადაცდომად და ჩამოართვან შესაბამისი ახსნა-განმარტება.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის მასალები უნდა დაერთოს ტუსაღის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სასჯელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) შეხვედრის აკრძალვა;
დ) ამანათის , ბანდეროლის და გზავნილის მიღების აკრძალვა;
9. დისციპლინური სასჯელი არ უნდა იყოს ტუსაღის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
მუხლი 24. სოციალური უზრუნველყოფა ტუსაღის მიღებისას და გათავისუფლებისას
1. საპყრობილეში მოთავსებისას ტუსაღს კონსულტაციას უტარებენ სამართლებრივ საკითხებზე.
2. ტუსაღის გათავისუფლების მომზადების პროცესში მას გაეწევა დახმარება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია პირადი ცხოვრების მოწესრიგებასთან, ასევე სათანადო დოკუმენტების გაფორმებასთან. ტუსაღს ეცნობება, რომ მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს დახმარება საერთო სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში.
3. ტუსაღის გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური მუშაკი ატყობინებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, რომ ტუსაღი გათავისუფლების შემდეგ საჭიროებს სოციალურ დახმარებას. თუ არ არის ცნობილი ტუსაღის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის იმ ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზედაც ცხოვრობდა ტუსაღი.
4. ტუსაღის ვადამდე გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას ტუსაღის შესახებ გზავნის ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში, მისი ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. თუ ტუსაღის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი უცნობია ან მას არ სურს დაუბრუნდეს ყოფილ საცხოვრებელ ადგილს, სოციალური სამსახურის მუშაკი, ტუსაღის სურვილის გათვალისწინებით, ინფორმაციას უგზავნის ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 25. გათავისუფლება
1. ტუსაღი შეიძლება გათავისუფლდეს:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
ბ) მძიმე ან განუკურნებელი დაავადების შემთხვევაში;
გ) პირობით ვადამდე ადრე;
დ) კანონით დადგენილი წესით განაჩენის შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით.
2. ტუსაღი თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების წინა დღის პირველ ნახევარში. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ტუსაღი თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. მას მიეცემა ცნობა გათავისუფლების შესახებ.
3. გათავისუფლებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომელიც ინახებოდა ადმინისტრაციაში. თუ გათავისუფლებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება წლის დროს, მას შესაფერის ტანსაცმელს ანაზღაურების გარეშე აძლევს ადმინისტრაცია.
4. ტუსაღს ანგარიშზე არსებული თანხა გადაეცემა გათავისუფლებისას. თუ თანხა უმუშევრობისათვის დაწესებულ შემწეობაზე ნაკლებია, გათავისუფლებულს ეძლევა ერთდროული დახმარება, მაგრამ არა უმეტეს ამ შემწეობისა.
5. მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებული ტუსაღის გასათავისუფლებლად დირექტორი, კანონით დადგენილი წესით, ტუსაღის გათავისუფლების შესახებ მიმართავს სასამართლოს საექიმო დასკვნის საფუძველზე.
6. დირექტორს შეუძლია კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარუდგინოს ტუსაღის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მასალები, თუ ტუსაღი სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. ამ მასალების წარდგენისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე ტუსაღის პიროვნება, ოჯახური პირობები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოხდილი სასჯელი და სხვა გარემოებანი, რომლებიც დადებითად ახასიათებენ ტუსაღს.
7. წარდგინება ტუსაღის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ სასამართლოში შეაქვს დირექტორს. წარდგინებას უნდა ახლდეს ტუსაღის პირადი საქმე.
მუხლი 26. ტუსაღის პირადი საქმე
1. გათავისუფლების შემდეგ ტუსაღის პირადი საქმე ინახება სასჯელაღსრულების საპყრობილის არქივში.
2. პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები ტუსაღის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე შრომისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
3. პირადი საქმის შევსებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ დირექტორი და პროკურორი.
4. ტუსაღის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე უნდა გადაეგზავნოს ამ დაწესებულებას.
5. ტუსაღის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირს.
მუხლი 27. ტუსაღის გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე
1. ტუსაღის პირადი უსაფრთხოებისათვის საფრთხის წარმოშობისას ტუსაღების ან სხვა პირების მხრიდან იგი უფლებამოსილია მიმართოს საპყრობილის ნებისმიერი თანამდებობის პირს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. ადმინისტრაცია ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
2. დირექტორი ასეთი განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას ტუსაღის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების შესახებ.
3. ტუსაღის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ხდება არა უმეტეს 30 დღის ვადისა დირექტორის მიერ, ხოლო ოპერატიულ შემთხვევებში – დირექტორის მოსვლამდე დირექტორის მოადგილის ან ოპერატიული მორიგის მიერ, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა.
4. აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხო ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს კიდევ 30 დღით.
5. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინაშე აღძრავს საკითხს ტუსაღის ან მისი უსაფრთხოებისათვის საშიში პირების სხვა საპყრობილეში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე.
მუხლი 28. უშიშროების ღონისძიებანი, რომლებიც გამოიყენება ტუსაღთა მიმართ
1. ტუსაღთა მიმართ დასაშვებია ხელბორკილების ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, თუ ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ საპყრობილის მოსამსახურეებს, შმაგობენ ან ძალმომრეობენ გარეშე მყოფთათვის ან საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების მიზნით.
2. ქალთა მიმართ დამაწყნარებელი პერანგი არ გამოიყენება.
3. თუ ტუსაღი თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც ემუქრება საპყრობილის მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლეს, დასაშვებია დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით დადგენილი წესის დაცვით.
4. საპყრობილიდან გაქცევის შემთხვევაში გამონაკლისი ღონისძიების სახით დასშვებია საპყრობილის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული მოქმედების აღკვეთა. ქალების გაქცევის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
5. საპყრობილეში უშიშროების ღონისძიებების გატარებისა და რეჟიმის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს.
მუხლი 29. ტუსაღის ხანმოკლე გათავისუფლება
საპყრობილის დირექტორს შეუძლია გაათავისუფლოს ტუსაღი სამ დღემდე ვადით „სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 30. დასკვნითი დებულებანი
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
წესის დანართი №1
ჩამონათვალი იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, საკვები პროდუქტებისა და დოკუმენტებისა, რომელთა გაყიდვა და გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა). საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. წამლები და ნარკოტიკული ნივთიერებები, სამედიცინო დანიშნულების საგნები.
11. გადასამრავლებელი აპარატები.
12. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები.
13. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
14. ბანქო.
15. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები.
16. მობილური ტელეფონები.
17. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
18. ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები.
19. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
20. ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.
წესის დანართი №2
ჩამონათვალი იმ ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულებს უფლება აქვთ თან იქონიონ, მიიღონ ამანათებით, გზავნილებით, ბანდეროლებით და შეიძინონ დაწესებულების მაღაზიებში
1. თამბაქო და ასანთი.
2. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
3. საცვლები (თბილი და უბრალო).
3. გულსაბნევი და სამკლაური ნიშნების ნიმუშების აღწერილობა:
ა) გულსაბნევი ნიშანი მზადდება ნებისმიერი ფერის (ცისფერისა და წითლის გარდა) მასალისაგან, მართკუთხედის სახით, ზომებით 50მმX30მმ;
ბ) გულსაბნევი ნიშნის ზედაპირზე ალუმინის ან ტიპოგრაფიული საღებავით აღინიშნება ტუსაღის ვინაობა (სახელი და გვარი);
გ) სამკლავ ური ნიშანი მზადდება ნებისმიერი ფერის (ცისფერისა და წითელის გარდა) მასალისაგან, მართკუთხედის სახით,ზომებით 40 მმX20მმ;
დ) სამკლავ ური ნიშნის ზედაპირზე ალუმინის ან ტიპოგრაფიული საღებავით აღინიშნება ტუსაღის პირადი ნომერი;
ე) გულსაბნევი და სამკლავ ური ნიშნები მიეკერება ტანსაცმელზე მკერდის მარჯვენა მხარეს (გულსაბნევი ნიშანი) და მარცხენა ხელის სახელოზე (სამკლავ ური ნიშანი).
წესის დანართი №4
ტუსაღთა პირად საკითხებზე მიღების
ჟურნალი
____________________________________________________________________________________
(მიღების განმახორციელებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
დაიწყო ____________________________________________________________________________
დამთავრდა ________________________________________________________________________
| № | მიღების (განცხადების წარმოდგენის თარიღი | მიღებული მსჯავრდებულის ვინაობა | დასმული საკითხების შინაარსი | მიღებული გადაწყვეტი- ლება | აღნიშვნა შესრულების თაობაზე |
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: ჟურნალი შედგება ორი ნაწილისაგან, იგი უნდა დაინომროს, ზონარი უნდა გაეყაროს, ბეჭედი დაერტყას და დადასტურდეს დაწესებლების კანცელარიის მუშაკის მიერ ხელმოწერით.
წესის დანართი №5
პირად ანგარიშზე არის _______________________ლარი ____________________ ______ თეთრი,
ქვითარი № __________________________________________________________________ _______
ტუსაღი ___________________________________________________________________ ____ _____
(სახელი, გვარი)
ბუღალტერი ___________________________________________________________________ ____ _
(სახელი, გვარი)
„ ___“ „ _________________“ „ 200 __“ წ.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ დამრთოთ ნება შევიძინოთ შემდეგი ნივთები:
სულ ____________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
(ტუსაღის ხელმოწერა)
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
მივიღე __________________________________________________ _ ღირებულების საქონელი
(წერილობით)
გთხოვთ ჩამოწეროთ ეს თანხა ჩემი ანგარიშიდან.
________________________________________________________________________________ _
(ტუსაღის ხელოწერა)
„ ___“ „ _______________“ 200___ წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები