დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული საქართველოში ბავშვთა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიისა და მისი სამდივნოს შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის №314 ბრძანებულების გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 22/02/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №50
2000 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული საქართველოში ბავშვთა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიისა და მისი სამდივნოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის №314 ბრძანებულების გაუქმების თაობაზე
საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის 1999 წლის 15 ივლისის შეთანხმების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1999 წლის 16 ნოემბრის №99 ბრძანებით შეიქმნა სტრუქტურული ქვეგანაყოფი – ქალთა და ბავშვთა დაცვის, დემოგრაფიისა და ოჯახის განვითარების განყოფილება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამთავრობო, არასამთავრობო და სამთავრობათშორისო ორგანიზაციების მუშაობას ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური გარანტიების შექმნისათვის.
ამის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული საქართველოში ბავშვთა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიისა და მისი სამდივნოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის №314 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები