დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 13/03/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
2000 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსის“ 110-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:
1. დაწესდეს „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდება“.
2. დაწესდეს სპეციალური სამკერდე ნიშანი „ტყის დაცვის სფეროში წარმატებული მუშაობისათვის“.
3. დამტკიცდეს „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
დებულება „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნით“ დაჯილდოების წესის შესახებ
1. „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდება მიენიჭებათ „საქართველოს ტყის კოდექსის“ 110-ე მუხლის I პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ავტონომიური რესპუბლიკების სატყეო მეურნეობების დეპარტამენტების, სატყეო მეურნეობების, დაცული ტერიტორიების, სანერგეების, ტყეპარკების, სატყეპარკო მეურნეობების, საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობების, დენდროლოგიური და ბოტანიკური პარკების, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო დაწესებულებების, აგრეთვე სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მეტყევე სპეციალისტებს, რომლებმაც სპეციალობის მიხედვით იმუშავეს არანაკლებ 25 წელი, გამოირჩევიან მაღალპროფესიული მომზადებითა და წარმატებებით პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობაში, თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვით საქართველოს ტყის მეურნეობის დარგის განვითარების საქმეში და სარგებლობენ დამსახურებული ავტორიტეტით კოლეგებსა და საზოგადოებაში.
2. გადაწყვეტილებას „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს სატყეო მეურნეობის, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვ.გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს მეტყევეთა საზოგადოების ერთობლივი სპეციალური კომისია. კომისიის წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს სამი წლით მის შემადგენლობაში შემავალი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელთაგან.
კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
შუამდგომლობას „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭების შესახებ კომისიას წარუდგენენ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები, ხოლო სამინისტროებს და უწყებებს – მათი დაქვემდებარების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
საქართველოს დამსახურებულ მეტყევეს ეძლევა წოდების დამადასტურებელი სიგელი, რაც ფორმდება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით. საქართველოს დამსახურებული მეტყევის გვარი და ძირითადი მონაცემები შეტანილ იქნება „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წიგნში“.
3. პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდება“ სარგებლობს „საქართველოს ტყის კოდექსის“ 92-ე მუხლის „დ“ პუნქტით ტყის დაცვის მუშაკისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.
4. „სპეციალური სამკერდე ნიშნით“ საქართველოს ტყის კოდექსის 110-ე მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეთა შესაბამისი ბრძანებებით ჯილდოვდებიან ტყის დაცვის სფეროში ხანგრძლივი წარმატებული მუშაობისათვის საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ამ დეპარტამენტებს დაქვემდებარებული სატყეო მეურნეობების, დაცული ტერიტორიების, სანერგეების, ტყეპარკების, სატყეპარკო მეურნეობების, საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობების, დენდროლოგიური და ბოტანიკური პარკების, აგრეთვე სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე ტყის დაცვის სამსახურის ის მუშაკები, რომლებმაც ტყის დაცვის სფეროში იმუშავეს არანაკლებ 10 წელი, თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვით ტყეების დაცვის საქმეში და დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობენ კოლეგებსა და საზოგადოებაში.
5. შუამდგომლობას „სპეციალური სამკერდე ნიშნით“ დაჯილდოების შესახებ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების წინაშე ადგენენ შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
6. „სპეციალური სამკერდე ნიშნით“ დაჯილდოებულ პირებს სამკერდე ნიშანთან ერთად გადაეცემათ შესაბამისი მოწმობა. სამკერდე ნიშნისა და შესაბამისი მოწმობის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.
7. დაჯილდოებული ნიშანს ატარებს მკერდის მარჯვენა მხარეზე. მას უფლება აქვს ატაროს ნიშანი ტყის დაცვის სამსახურიდან წასვლის შემდეგაც.
8. „სპეციალური სამკერდე ნიშნით“ დაჯილდოებულთა აღნიშნული ნიშნის ტარების უფლების ჩამორთმევა ხდება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შესაბამისი ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები